Hand. Cannot. Erase. — ბრიტანელი მუსიკოს სტივენ უილსონის მეოთხე სოლო ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 27 თებერვალს, ლეიბლზე Kscope Records.[9]
ალბომი იწერებოდა 2014 წლის სექტემბერში AIR Studios-ში (ლონდონი, ბრიტანეთი).[10] მასზე მუშაობდა წინა ალბომში მონაწილე ყველა მუსიკოსი[10]. თეო ტრეივისის აქტიური მონაწილეობის ნაკლებობაზე საუბრისას სტივენ უილსონმა ალბომს უწოდა ნაკლებად „ჯაზური“, ვიდრე წინა ნამუშევარი, ფლეიტისა და საქსოფონის მცირე რაოდენობის პარტიებით.[11] უილსონმა ახსენა, რომ ალბომი ასახავს მისი მუსიკალური კატალოგის სხვადასხვა მასალას, ელექტრონული მუსიკის და ტრადიციული პოპის ჟანრის, ისევე, როგორც პროგრესულ როკზე ორიენტირებული სიმღერებით.[11] უილსონის გარდა, ალბომში ვოკალურ ნაწილებს ასრულებს ნინეტ ტაიები. მუსიკაზე გავლენა იქონია კეიტ ბუშის ალბომმა The Dreaming[12].
უილსონის თანახმად, ალბომში თხრობა ქალის პოზიციიდან მიმდინარეობს. კონცეფცია და ამბავი შთაგონებული იქნა ჯოის კეროლ ვინსენტის ბიოგრაფიით. პერსონაჟი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს მეგაპოლისში და მარტოსული, კვდება თავის ბინაში. სამი წლის განმავლობაში იგი არავის ენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი და მეგობრები.[13] უილსონი:
"ძირითადი ამბავი, ანუ კონცეფცია არის ქალის ცხოვრება. იგი ქალაქში სიმარტოვეში სახლდება, ერთ დღეს კი ქრება და ამას არავინ ამჩნევს. შემდეგ სხვა მოვლენებიც ვითარდება. საინტერესო ის არის, რომ, როდესაც ასეთ ამბავს მოისმენ, თავდაპირველად ფიქრობ „ოჰ, მოხუცი ქალი, რომელსაც არავინ ამჩნევს და არავის ადარდებს. [ვინსენტი] არ ყოფილა [ასეთი]. იგი იყო ახალგაზრდა, პოპულარული, მიმზიდველი, ჰყავდა ბევრი მეგობარი, ოჯახი, მაგრამ უცნობი მიზეზით, სამი წლის განმავლობაში არავის გახსენებია.“[13]
ალბომი გამოიცა 2015 წლის 27 თებერვალს. აგრეთვე გამოვიდა მისი დელუქს ვერსია.[14] ბრიტანეთსა და ევროპაში 2015 წლის მარტსა და აპრილში გაიმართა მისი მხარდამჭერი ტურნე. ალბომის გამოსვლამდე პრეს-რელიზში ნათქვამი იყო: „სეტლისტით, რომელიც აგებული იქნება ახალ ალბომზე. შეტანილი იქნება სიმღერები სხვა ალბომებიდანაც, ისევე, როგორც სიურპრიზები.“[15]
2015 წლის იანვარში ინტერნეტში გამოქვეყნდა ალბომის სარეკლამო რგოლი, რომელსაც ახლდა ბმული ალბომის პერსონაჟის მიერ დაწერილ ფიქტიურ ბლოგზე.[16] 4 თებერვალს გამოქვეყნდა სიმღერის „Perfect Life“ მუსიკალური ვიდეო[17]
ყველა სიმღერის ავტორი — სტივენ უილსონი [18].
|
1. | „First Regret“ | 2.01 |
2. | „3 Years Older“ | 10.18 |
3. | „Hand Cannot Erase“ | 4.13 |
4. | „Perfect Life“ | 4.43 |
5. | „Routine“ | 8.58 |
6. | „Home Invasion“ | 6.24 |
7. | „Regret #9“ | 5.00 |
8. | „Transience“ | 2.43 |
9. | „Ancestral“ | 13.30 |
10. | „Happy Returns“ | 6.00 |
11. | „Ascendant Here On…“ | 1.54 |
საერთო ხანგრძლივობა: | 65:44 |
|
|
1. | „First Regret“ (დემო) | 2.28 |
2. | „3 Years Older“ (დემო) | 11:47 |
3. | „Hand Cannot Erase“ (დემო) | 4:52 |
4. | „Routine“ (დემო) | 10:06 |
5. | „Key of Skeleton“ (დემო) | 4:06 |
6. | „Ancestral“ (დემო) | 13:42 |
7. | „Happy Returns“ (დემო) | 5.42 |
8. | „Last Regret“ (დემო) | 3:08 |
|
|
1. | „First Regret“ (ალტერნატიული მიქსი) | |
2. | „Hand Cannot Erase“ (რადიოს ვერსია) | |
3. | „Perfect Life“ (Grand Union მიქსი) | |
4. | „Routine“ (ნინეტ ტაიების სოლო ვოკალური ვერსია) | |
5. | „Regret #9“ (ალტერნატიული დუბლი) | |
6. | „Happy Returns“ (რადიოს ვერსია) | |
|
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციური ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| სინგლები | |
---|
| დაკავშირებული |
სტატიები | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| მუსიკალური პროექტები | |
---|
|
---|
|