LeapFrog Didj — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია LeapFrog Enterprises-ის მიერ. გამოვიდა 2008 წლის 22 აგვისტოს. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 89.99 აშშ დოლარს.[1]
კონსოლის თამაშების უმეტესობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და დაფუძნებულია Disney-ის, Nickelodeon-ისა და, Marvel-ის ნაწარმოებებზე, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის.
კონსოლმა აგრეთვე მიიპყრო ჰაკერების ყურადღება,[2] რადგანაც მოიხმარს ოპერაციული სისტემა ლინუქსის ერთ-ერთ დისტრიბუტივს, ისევე როგორც OpenGL-თან თავსებადობის გამო.[3]
არსებობის განმავლობაში კონსოლისთვის შეიქმნა რამდენიმე homebrew აპლიკაცია და ემულატორი.[4]
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| სხვა თაობა |
სახლის | |
---|
| პორტატიული | |
---|
| გამოყოფილი | |
---|
|
---|
| |
|