„Numb“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — U2 | ||||
ალბომიდან Zooropa | ||||
გამოსვლის თარიღი | ივნისი 1993 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, ინდასტრიელ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:20 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island / Polygram Video | |||
ავტორ(ებ)ი | U2 | |||
პროდიუსერი | Flood, ბრაიან ინო და The Edge | |||
U2 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Numb“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Zooropa, რომელიც გამოვიდა 1993 წელს.
სიმღერა წარმოადგენს მონოტონურ მანტრას ბრძანების „don't“ გამოყენებით, რომელსაც წარმოთქვამს The Edge. უკანა ფონზე ჟღერს სხვადასხვა ხმოვანი ეფექტი და სემპლები. ვოკალისტი ბონო და დრამერი ლარი მალენი სიმღერაში ბეკ-ვოკალებს ასრულებენ.
„Numb“ დაიწერა Achtung Baby-ზე მუშაობის პერიოდში - მას თავდაპირველად „Down All the Days“ ეწოდებოდა.[1] Zooropa-ს ჩაწერისას ჯგუფმა სიმღერა გადაამუშავა პროდიუსერ Flood-ის დახმარებით. კლავიშებიან საკრავებზე და სემპლერებზე უკრავს თანაპროდიუსერი ბრაიან ინო. The Edge-მა სიმღერას საკუთარი მონოტონური ვოკალი დაამატა.
სიმღერა გამოიცა VHS სინგლისა და CD სინგლის ფორმატებში. VHS სინგლი შეიცავს სიმღერის ორიგინალურ მუსიკალურ ვიდეოს, რომლის რეჟისორი კევინ გოდლია. თუმცა, ამ სინგლს თავდაპირველად კომერციული წარმატება არ ჰქონია. „Numb“ სრულდებოდა ტურნეს Zoo TV Tour მსვლელობისას.
VHS | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Numb“ (ვიდეო) | 4:18 |
2. | „Numb“ (ვიდეოს რემიქსი) | 4:52 |
3. | „Love Is Blindness“ (ვიდეო) | 4:23 |