OnLive | |
---|---|
მწარმოებელი | OnLive.Inc |
გამოვიდა | 21 ივნისი, 2010 |
ბოლო გამოშვება | 2.3.0.31244 |
ენა | ინგლისური |
სტატუსი | არაქტიური |
ჟანრი | ციფრული დისტრიბუცია |
საიტი | onlive.com |
OnLive — ღრუბლოვანი ვირტუალიზაციის ტექნოლოგია, წარმოებული ამავე სახელწოდების მქონე კალიფორნიული კომპანიის მიერ.
OnLive დაანონსდა Game Developers Conference-ზე 2009 წელს.[1] მისი გამოშვება თავდაპირველად დაგეგმილი იყო წლის ბოლოს,[2][3] მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა მომდევნო წლის 21 ივნისს აშშ-ში.[4]
OnLive-ის მოწინავე პროდუქტად ითვლებოდა ღრუბლოვანი თამაშების სერვისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევდა კომპიუტერული თამაშების ქირაობის შესაძლებლობას მოწყობილობაზე ინსტალაციის გარეშე.
სერვისი ხელმისაწვდომი იყო პერსონალურ კომპიუტერებზე, მობილურ მოწყობილობებზე, Smart TV-სა და გამოყოფილი კონსოლის სტილის მოწყობილობა OnLive Game System-ზე, რომელიც შედგებოდა უსადენო კონტროლერისა და სათამაშო კონსოლისაგან სახელად „MicroConsole TV Adapter“.[5][6][7]
2015 წლის 2 აპრილს ცნობილი გახსა, რომ კომპანია Sony Interactive Entertainment-მა შეისყიდა OnLive-ის სერვისები. იმავე წლის 30 აპრილს OnLive-მა შეწყვიტა არსებობა.[8]
|
|