The Ecstasy of Gold (იტალიურად: L'Estasi dell'Oro) — ენიო მორიკონეს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს საუნდტრეკს სერჟიო ლეონეს ფილმისთვის კარგი, ცუდი და ბოროტი. ეს კომპოზიცია ჟღერს იმ სცენის განმავლობაში, როდესაც ტუჩო რამირეზი (ბოროტი) გაგიჟებით ეძებს სასაფლაოს იმ საფლავის გულისთვის, სადაც 200 000 აშშ-ის დოლარია დამარხული ოქროს მონეტების სახით.
- The Game იყენებს Blueprint 2-ს მისი ტრეკის 300 Bars and Runnin' დასასრულს.
- Crooked I ასევე იყენებს Blueprint 2-ს ჰიპ-ჰოპის ყოველკვირეული სერიის Blueprint 2 Freestyle-ის 21-ე გამოცემაში.
- კომპოზიცია გამოყენებულია ბრიზ ევაფლოუინისა და Immortal Technique-ის დუეტში სახელწოდებით Land of the Gun ალბომიდან Stronghold Mixtape Vol. 2
- მას იყენებდა ასევე დამოუკიდებელი პროფესიონალი მოჭიდავე ედი კინგსტონი არენაზე გამოსვლის წინ 2007 წელს.
- საფეხებურთო კლუბი სპარტა (როტერდამი) უკრავს ამ კომპოზიციის ვერსიას ყოველი საშინაო მატჩის დაწყების წინ.
- როკ-ჯგუფ 30 Seconds to Mars სიმღერის Hurricane (2009 წლის ალბომიდან This Is War) დასაწყისი იდენტურია The Ecstasy of Gold-ის დასაწყისისა.
- 1997 წელს PlayStation-ის თამაშმა Wild Arms თავის მუსიკალურ თემაში Lone Bird in the Shire გამოიყენა Ecstasy of Gold-ის მელოდია.
- გამოყენებულია AMC-ის სატელევიზიო სერიალის Breaking Bad მესამე სეზონში.[4]
- იგი აისახა ასევე Nas-ის სინგლში One Mic.
- ჰოკეის გუნდი Detroit Red Wings უკრავდა ამ კომპოზიციას ყოველი საშინაო თამაშის წინ 2009 - 2010 წლის სეზონზე.
შენიშვნა:ზემოთ მოყვანილია კომპოზიციის გამოყენების მხოლოდ ზოგიერთი მაგალითი.
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|