Up (პიტერ გებრიელის ალბომი)

Up
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 24 სექტემბერი 2002
ჩაიწერა 1992–2002
ჟანრი პოპ-როკი, ემბიენტი
ხანგრძლივობა 66:40
ლეიბლი Geffen Records
პროდიუსერი პიტერ გებრიელი
პიტერ გებრიელი — ქრონოლოგია
Long Walk Home: Music from the Rabbit-Proof Fence
(2002)
Up
(2002)
Hit
(2003)
სინგლები ალბომიდან Up
  1. „The Barry Williams Show“
    გამოცემის თარიღი: 16 სექტემბერი 2002
  2. „More than This“
    გამოცემის თარიღი: 30 დეკემბერი 2002
  3. „Growing Up“
    გამოცემის თარიღი: 30 ივნისი 2003
  4. „Darkness“
    გამოცემის თარიღი: 2 აგვისტო 2004 (მხოლოდ შვეიცარიაში)
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic74/100[1]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[2]
Entertainment.ie4/5 stars[3]
Entertainment WeeklyA−[4]
The Guardian3/5 stars[5]
Kludge7/10[6]
Pitchfork Media7.2/10[7]
Rolling Stone2/5 stars[8]

Up — ინგლისელი როკ-მუსიკოს პიტერ გებრიელის მეშვიდე სტუდიური ალბომი. დღეისთვის იგი არის მუსიკოსის უკანასკნელი სტუდიური ალბომი ორიგინალური მასალით (შემდგომში გამოცემული Scratch My Back და New Blood შეიცავენ სხვა შემსრულებლების სიმღერების საკუთარ ვერსიებს ან გებრიელის სიმღერების ორკესტრულ ვარიანტებს).

ალბომის Us (1992) და ტურნეს Secret World Live შემდეგ გებრიელმა დაიწყო მუშაობა ახალ სტუდიურ დისკზე. თავდაპირველად მისი სახელი იყო Up, შემდეგ -I/O. 1998 წელს გებრიელი ამბობდა, რომ ალბომი თითქმის დასრულებულია, მაგრამ დისკი არ გამოსულა 2002 წლის სექტემბრამდე. მის გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე მუსიკოსის საიტზე გამოჩნდა მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც გებრიელი თავად საუბრობდა მომავალ სიმღერებზე.

ალბომის ტექსტებში საუბარია დაბადებასა და სიკვდილზე. Darkness მოგვითხრობს შიშებზე. Growing Up დაბადებასა და ცხოვრებაზეა. Sky Blue-ზე გებრიელი მუშაობდა 20 წელიწადი. No Way Out-ში პიტერი პირველად ახსენებს სიკვდილს. I Grieve-ის ადრინდელი ვერსია შეტანილი იყო ფილმში ანგელოზების ქალაქი. ალბომისთვის გებრიელმა იგი სპეციალურად ჩაწერა ახლებურად.

ალბომიდან გამოსული პირველი სინგლია The Barry Williams Show, რითმული სიმღერა, რომელშიც გებრიელი დასცინის თოქ-შოუებს. მეორე სინგლი More Than This ასევე არის რითმული სიმღერა, რომელშიც განიხილება ცხოვრების აზრი. „Signal to Noise“ იწერებოდა ნუსრატ ფატე ალი ხანთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა ალბომის გამოცემამდე. „The Drop“, ალბომის ბოლო სიმღერა, აგებულია მხოლოდ გებრიელის ვოკალსა და ბოსენდორფერის ფორტეპიანოზე.

ალბომის სიმღერების რემიქსები შექმნა რამდენიმე მუსიკოსმა. მათ შორის იყვნენ ტრენტ რეზნორი და ჯგუფი Elbow. რემიქსები შეტანილია ალბომის სინგლების B-გვერდებზე.

ყველა სიმღერის ავტორი — პიტერ გებრიელი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Darkness“6:51
2.„Growing Up“7:33
3.„Sky Blue“6:37
4.„No Way Out“7:53
5.„I Grieve“7:25
6.„The Barry Williams Show“7:16
7.„My Head Sounds Like That“6:29
8.„More than This“6:02
9.„Signal to Noise“7:36
10.„The Drop“2:59
ჩარტი (2002) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[9] 37
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[10] 9
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[11] 21
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[12] 4
კანადის ალბომები (ბილბორდი)[13] 2
დანიის ალბომები (Hitlisten)[14] 16
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[15] 18
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[16] 11
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[17] 4
იტალიის ალბომები (FIMI)[18] 1
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[19] 35
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[20] 11
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[21] 4
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[22] 6
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[23] 4
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[24] 11
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[25] 9
აშშ საუკეთესო ინტერნეტ-ალბომები 9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Reviews for Up by Peter Gabriel. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2016.
  2. Allmusic review
  3. Entertainment.ie review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  4. Entertainment Weekly review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  5. The Guardian review
  6. Kludge review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-11-05. ციტირების თარიღი: 2004-11-05.
  7. Pitchfork Media review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  8. Rolling Stone review
  9. "Peter Gabriel – Up". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  10. "Peter Gabriel - Up" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  11. "Peter Gabriel – Up" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  12. "Peter Gabriel – Up" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  13. „Peter Gabriel ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  14. "Peter Gabriel – Up". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  15. „Dutchcharts.nl – Peter Gabriel – Up“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  16. "Peter Gabriel: Up" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  17. "Peter Gabriel – Up". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  18. "Peter Gabriel – Up". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  19. "Peter Gabriel – Up". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  20. "Peter Gabriel – Up". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  21. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  22. "Peter Gabriel – Up". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  23. "Peter Gabriel – Up". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  24. "Peter Gabriel | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.
  25. „Peter Gabriel ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი 2016.