![]() კარაპეტიანი სოჭისთან ერთად 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე კარაპეტიანი | ||
დაბადების თარიღი | 23 დეკემბერი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ფორვარდი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სოჭი | ||
ნომერი | 87 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008 - 2009 | ვევენ ვეისბადენი-2 | 12 | (0) |
2009 - 2010 | ობერნეულანდი | 31 | (9) |
2010 - 2012 | ელვესბერგი | 15 | (2) |
2012 - 2013 | ჰომბურგი | 16 | (9) |
2013 | ფ-91 დიუდელანჟი | 5 | (2) |
2013 - 2014 | გრევენმაჩერი | 12 | (10) |
2014 - 2015 | ფ-91 დიუდელანჟი | 23 | (15) |
2015 - 2017 | ვიქტორია როსპორტი | 35 | (25) |
2017 - 2019 | პროგრესი | 47 | (40) |
2019 - | სოჭი | 11 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
2014 - | სომხეთი | 10 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ალექსანდრე კარაპეტიანი (სომხ. Ալեքսանդր Կարապետյան; დ. 23 დეკემბერი, 1987, თბილისი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარდი. იგი ამჟამად თამაშობს რუსეთის კლუბ სოჭისა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
კარაპეტიანმა ფეხბურთის თამაში გერმანიის რეგიონალურლიგაში (მეოთხე საფეხური) დაიწყო. იგი თამაშობდა: ვეენ ვეისბადენი-2-ში, ობერნეუკაბდში, ელვესბერგსა და ჰომბორგში. 2013 წელს იგი გადავიდა ჯერ ლუქსემბურგის ეროვნული დივიზიონის კლუბ ფ-91 დიუდელანჟში, ხოლო შემდგომ გრევენმაჩერში; თუმცა საბოლოოდ კვლავ ფ-91 დიუდელანჟში დაბრუნდა. მან კლუბთან 2014-15 წლის სეზონი გაატრა და ამ დროში 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა 15 გოლი).
2014-2015 წლების ლუქსემბურგის ეროვნული დივიზიონის დასრულებისას, მისი კონტრაქტი ამოიწურა; მაშ შემოთავაზებები მოუვიდა ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან და სომხეთიდან, თუმცა მან კარიერის გაგრძელება დასავლეთ ევროპაში გადაწყვიტა. მან კონტრაქტი ლუქსემბურგის გუნდ ვიქტორია როსპორტთან გააფორმა.[1] იგი კლუბში 2 სეზონი თამაშობდა: ამ დროში მან მონაწილეობა მიიღო 35 თამაშში და გაიტანა 25 გოლი.
2017 წლის მაისში კარაპეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ პროგრესთან. მან გუნდში 2 წელი გაატარა; ამ დროში მონაწილეობა მიიღო 47 თამაშში და გაიტანა 40 გოლი.[2]
2019 წლის 12 ივლისს, კონტრაქტი გააფორმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ სოჭისთან.[3]
ალექსანდრე კარაპეტიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2014 წლის 11 ოქტომბერს, უეფას ეურო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (ერევნის რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი). იგი თამაშში უკანასკენელი 6 წუთი, მარკოს პიელის შეცვლით, ჩაერთო.[4]
შემდეგი წლები კარაპეტიანს ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა 2018 წლის ნოემბერში იგი კვლავ იხმეს ნაკრებში სათამაშოდ. შეხვედრები 2018 წლის უეფას ეროვნული ლიგის ეგიდით შედა; ისინი გიბრალტარსა და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდნენ.[5] ალექსანდრე კარაპეტიანმა სადებიუტო საერთაშორისო გოლი გაიტანა უეფას ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, 11 ნოემბერს.[6]
2019 წლის ივნისში მან ზედიზედ 2 თამაშში მოახერხა გოლის გატანა; ეს თამაშები შედგა უეფას ეურო 2020ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ლიხტენშტაინისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ.