ალექსანდრე ნადირაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო (2 სექტემბერი), 1914 |
დაბ. ადგილი | გორი |
გარდ. თარიღი | 3 სექტემბერი, 1987 (73 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | military flight engineer, მეცნიერი და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | ცაგი და Moscow Institute of Thermal Technology |
ალმა-მატერი | მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო და Merited Inventor of the RSFSR |
ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე (დ. 2 სექტემბერი [ ძვ. სტ. 20 აგვისტო] 1914, გორი — გ. 3 სექტემბერი 1987, მოსკოვი) — ქართველი სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1940), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). სკკპ წევრი 1944 წლიდან.
ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1976, 1982).
ლენინური პრემიის ლაურეატი (1966).