„ამბავი სურამის ციხისა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი |
სერგო (სარქის) ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე |
სცენარის ავტორი | ვაჟა გიგაშვილი |
კომპოზიტორი | ჯანსუღ კახიძე |
ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
ოპერატორი | იური კლიმენკო |
მონტაჟი | მ. პონომარენკო |
მხატვარი | ალექსანდრე ჯანშიევი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1984 |
ხანგრძლივობა | 88 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
ამბავი სურამის ციხისა — სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის ერთობლივი ნამუშევარი. გამოვიდა 1984 წელს.
ფილმის სიუჟეტი დატვირთულია მიწიერი ვნებებით, მასში გაცხარებული ბრძოლაა მარადიულ საწყისებს შორის, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიყვარული და სიძულვილი. კედელში ჩატანებული მშვენიერი ჭაბუკი ოდენ ციხის სიმტკიცის საწინდარი როდია, არამედ ერის ურყევი სულიერი ბურჯი და მძლავრი ეროვნული დვრიტაა, რამაც დღემდე მოატანინა თავი ქართველებს.[1]