ანდრეი ჟოლდაკი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Андрій Валерійович Жолдак |
დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1962 კიევი |
მოქალაქეობა | უკრაინა |
საქმიანობა | თეატრის რეჟისორი |
აქტიური | 1989-დღემდე |
ჯილდოები | უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოქროს ნიღაბი, III ხარისხის ღირსების ორდენი |
ანდრეი ვალერიევიჩ ჟოლდაკი (უკრ: Андрій Валерійович Жолдак; დ. 3 ნოემბერი, 1962, კიევი) ― უკრაინელი თეატრალური რეჟისორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2004)[1], უკრაინის III ხარისხის ღირსების ორდენის კავალერი (2009).[2]
ანდრეი ჟოლდაკი 1962 წლის 3 ნოემბერს კიევში დიაბადა. დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის სამხატვრო სკოლა (კიევი). სარეჟისორო განათლება კიევის კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო. 1989 წელს თეატრალური ხელოვნების რუსული ინსტიტუტი დაამთავრა. 1995 წლიდან არის საერთაშორისო ფონდის „უკრაინა-კულტურა-ევროპა“ პრეზიდენტი. 2006 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს.