ანტონიო ნუნიეს ხიმენესი | |
---|---|
ესპ. Antonio Núñez Jiménez | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 20 აპრილი, 1923[1] [2] |
დაბ. ადგილი | ალკისარი[1] |
გარდ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1998[2] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰავანა |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, გეოგრაფი[2] , პოლიტიკოსი[2] და ფოტოგრაფი[2] |
ალმა-მატერი | ჰავანის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და Grand Cross of the Order of the Sun of Peru |
ანტონიო ნუნიეს ხიმენესი (ესპ. Antonio Núñez Jiménez; დ. 20 აპრილი 1923, ალკისარი, ჰავანის პროვინცია — გ. 13 სექტემბერი 1998) — კუბელი მეცნიერი, გეოგრაფი და ისტორიკოსი. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. რევოლუციონერი, დიპლომატი.
დაიბადა გლეხის ოჯახში. 1950 წელს დაამთავრა ჰავანის უნივერსიტეტი ისტორიისა და გეოგრაფიის სპეციალობით. 1940-1950 წლებში მის მიერვე დაარსებული კუბის სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი; 1955-1957 წლებში ქალაქ სანტა-კლარას ცენტრალური უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი; 1957 წლიდან მონაწილეობდა ბატისტას დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1959-1961 წლებში აგრარული რეფორმის ეროვნული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი,
1962-1972 წლებში კუბის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 1972-1977 წლებში ელჩი პერუში, 1978 წლიდან კუბის კულტურის მინისტრის მოადგილე.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (honoris causa; 1960). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1963). კუბის ეროვნული ატლასის (ჰავანა, 1970) შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1973).