პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არტაკ ლ. ალექსანიანი | ||
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი/ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | არარატი ერევანი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000 - 2009 | სპარტაკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009 - 2010 | პიუნიკი | 24 | (1) |
2010 | ურალი | 6 | (0) |
2011 | პიუნიკი | 18 | (1) |
2011 - 2013 | ხიმკი | 39 | (3) |
2013 | ბალტიკა | 5 | (0) |
2014 - 2015 | ულისი | 27 | (9) |
2015 | არმავირი | 22 | (2) |
2016 | განძასარი კაპანი | 8 | (0) |
2017 | არარატი მოსკოვი | 7 | (0) |
2019 | არარატი მოსკოვი (მოყვარული) | ||
2019 - | არარატი ერევანი | ||
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | სომხეთის 19-წლამდელთა | 6 | (1) |
2009 | სომხეთის 21-წლამდელთა | 7 | (0) |
2010 - | სომხეთი | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არტაკ ალექსანიანი (სომხ. Արտակ Ալեքսանյան; დ. 10 მარტი, 1991, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მცველი/ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნული საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არარატი ერევანსა და სოხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მას ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
ორი წლის ასაკში არტაკი და მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ალექსანიანმა ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი საფეხბურთო სკოლა იყო სპარტაკი მოსკოვი.
2009 წლის იანვარში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ პიუნიკ ერევანთან. მოედანზე იგი პერიოდულად თამაშობდა. პიუნიკის შემადგენლობაში შედგა მისი დებიუტი 2009-2010 წლის ჩემპიონთა ლიგაზე. კლუბი საშინაო კედლებში, 2009 წლის 14 ივლისს, დინამო ზაგრებს დაუპირისპირდა. ალექსანიანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან 68-ე წუთზე შემოვიდა.
დეკემბერში მისი კონტრაქტი პიუნიკთან დასრულდა.[1] რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკების შემდეგ,[2] იანვარში მან კონტრაქტი გააფორმა რუსეთის ეროვნული საფეხბრთო ლიგის კლუბ ურალთან.[3] გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანი იყო.
ურალის პირველ გუნდში უთამაშებლობის გამო მან გადაწყვიტა კლუბი შეეცვალა. 2011 წლის იანვარში ჩავიდა მორდოვიას სარანკში მდებარე ბანაკში და დაიწყო მათი მომზადება.[4] თუმცა, მცირე დროის შემდეგ, ალექსანიანი ჩავიდა ერევანში და კვიპროსში მდებარე ბანაკში პიუნიკთან ერთად დაიწყო ვარჯიში.[5] ამის შემდგომ ორივე მხარის შეთანხმებით ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეს კონტრაქტი მალევე შეწყდა.
31 აგვისტოს კლუბ ხიმკის პრეზიდენტმა არტაკ ალექსანიანი საკუთარ შემადგენლობაში წარადგინა. მან კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2012 წლამდე გაგრძელდა.[6] ივნისის ბოლო პერიოდში, არტაკ ალექსანიანმა არტურ იედგარიანთან და ედგარ ტატოიანთან ერთად კლუბი დატოვა.[7] თუმცა, ივლისის ბოლოს, იგი კვლავ დაბრუნდა კლუბში და ახალი კონტრაქტი გააფორმა.
2011 წლის 9 თებერვალს შედგა არტაკ ალექსანიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში; აღნიშნულ მატჩში ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა. იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო: 85-ე წუთზე შეცვალა ედგარ მანუჩარიანი.[8]
არტაკის დედას ჰქვია ნუნე, ხოლო მამას ლევონი. აგრეთვე მას ჰყავს უმცროსი ძმა არტური.[2]
მისი აგენტია ვალერი ალექსანიან ოგანეშიანი.[2]
არტაკ ალქსანიანის კარიერული მიღწევები შემდეგნაირია: იგი არის სომხეთის პრემიერლიგის ჩემპიონი (2009), სომხეთის პრემიელ ლიგის მეორეადგილოსანი (2011), სომხეთის თასის მფლობელი(2009), სომხეთის სუპერთასის მეორეადგილოსანი.