ბაშქოი (პაზარის რაიონი)

სოფელი
ბაქშოი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი პაზარის რაიონი
კოორდინატები 41°05′20″ ჩ. გ. 40°53′28″ ა. გ. / 41.08889° ჩ. გ. 40.89111° ა. გ. / 41.08889; 40.89111
ადრეული სახელები პეტრე ნიკოლა
საფოსტო ინდექსი 53300
ბაშქოი (პაზარის რაიონი) — თურქეთი
ბაშქოი (პაზარის რაიონი)

ბაშქოი (თურქ. Başköy) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 50 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 13 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 259 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ბაშქოის ძველი სახელწოდებაა პეტრე ნიკოლა.[3] სავარაუდოდ, პეტრე ნიკოლა (პეტრე ნიკოლა) ლაზურად ნიშნავს „მამა ნიკოლას“. ამ ადგილის სახელი 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაშია მოხსენიებული, როგორც ბაშქოი (باش كوی).[4] თუმცა, სახელწოდება ბაშქოი გამოჩნდა ოსმალეთის იმპერიის გვიან პერიოდში და ეწოდებოდა მაღალ ადგილებზე მდებარე დასახლებები.[5]

სოფელი პეტრე ნიკოლა, რომელიც მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, ანტიკურ პერიოდში შედიოდა კოლხეთის სამეფოს საზღვრებში. ოსმალებმა, მას შემდეგ რაც 1461 წელს გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს სრულად დაიპყრეს ეს რეგიონიც.[6]

პეტრე ნიკოლა ანუ ბაშქოი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში კვლევითი ექსპედიციის დროს, ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ სოფლის სახელი ჩაწერა ქართული ანბანით როგორც ბაშქოი (ბაშქოი), ხოლო რუსული ანბანით როგორც ბაშ-ქოვი (Баш-Кёв). ამ დროისთვის სოფელში 78 კომლში 689 ადამიანი ცხოვრობდა.[7] ნიკო მარი 1910 წელს წერდა, რომ ათინის რაიონში 69 სოფელი იყო და აქედან 64-ში ლაზურად საუბრობდნენ, ბაშქოი (პეტრე ნიკოლა) კი ლაზურენოვან დასახლებებს შორის მოიხსენია.[3]

სოფელი ბაშქოი 1928 წლის ოსმალურ სიაში შედიოდა რიზეს პროვინციის ათინის რაიონის ცენტრალურ თემში.[4] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს ბაშქოი, ართვინისა და რიზეს პროვინციების გაერთიანების შედეგად შექმნილ ჩორუჰის პროვინციაში იმავე ადმინისტრაციულ პოზიციას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 761 ადამიანისგან შედგებოდა. თუმცა, ათინის რაიონის სახელი შეიცვალა და გახდა პაზარი.[8] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელ ბაშქოიში 820 ადამიანი ცხოვრობდა და ამ მოსახლეობიდან 162 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[9]

  1. Başköy Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  2. Rize Pazar Başköy Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  3. 3.0 3.1 Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 71, ISBN 9786055753634.
  4. 4.0 4.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 619.
  5. Klarceti (კლარჯეთი), Mamia Pağava, Meri Tsintsadze, Maia Baramidze, Malhaz Çoharadze, Tina Şioşvili, Şota Mamuladze, Ramaz Halvaşi, Nugzar Mgeladze, Zaza Şaşikadze, Cemal Karalidze, Batum, 2016, s. 194 დაარქივებული 2020-10-09 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9941-0-8969-5
  6. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  7. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 158, 169.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 27 Haziran 2024.
  8. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 45.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
  9. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 526.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 27 Haziran 2024.