ბეატრის არხიმონი

ბეატრის არხიმონი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1961(1961-08-14)[1] (63 წლის)
დაბადების ადგილი მონტევიდეო
მოქალაქეობა  ურუგვაი[1]
განათლება რესპუბლიკის უნივერსიტეტი

ბეატრის არხიმონ სედეირა (ესპ. Beatriz Argimón Cedeira, დ. 14 აგვისტო, 1961) — ურუგვაელი პოლიტიკოსი და ნოტარიუსი, ეროვნული პარტიის წევრი, რომელიც 2020-2025 წლებში ურუგვაის მე-18 ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და ამ თანამდებობაზე არჩეული პირველი ქალი იყო.[2][3]

ბეატრის არხიმონი დაიბადა 1961 წლის 14 აჰვისტოს მონტევიდეოში. მან დაამთავრა რესპუბლიკური უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ადამიანის უფლებებს, ოჯახურ და არასრულწლოვანთა სამართალს. 2000-2010 წლებში იგი მონტევიდეოს დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა,[4] ხოლო 2009 წლიდან გახდა ეროვნული პარტიის საბჭოს წევრი.

1977 წელს, 16 წლის ასაკში, მან პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო,[4] ხოლო 30 წლის შემდეგ იგი ურუგვაის მრჩევლისა და დეპუტატის თანამდებობებს იკავებდა. ბეატრის არხიმონი წარმომადგენელთა პალატაში ქალთა უფლებების დამცველია, ასევე იყო ურუგვაის პარლამენტის „პოლიტიკური ქალთა ქსელის“ და „ორპალატიანი ქალთა კრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.[5]

ლუის ალბერტო ლაკალი პოუს პრეზიდენტობის დროს იგი გახდა „ეროვნული არასრულწლოვანთა ინსტიტუტის“ (INAME), ამჟამად „ურუგვაის ბავშვთა და მოზარდთა ინსტიტუტის“ (INAU) დირექტორი.[6] ხულია პოუსთან ერთად დააარსა ჯგუფი „Acción Comunitaria“ და აირჩიეს დეპუტატად 2000-2005 წლების ვადით

.[7] შემდგომში შეუერთდა „ვილსონისტურ მიმდინარეობას“ და აირჩიეს დეპუტატად 2005-2010 წლების ვადით.[8] იგი გახდა ეროვნული პარტიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც ზედიზედ ორჯერ იქნა არჩეული ამ პოზიციაზე.

2007 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა PN-ის ფარგლებში.[8]. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან წარმოადგინა საკუთარი სია, რომელშიც მხარს უჭერდა ხორხე ლარანაგას კანდიდატურას.[9]

2014 წელს მან მხარი დაუჭირა ლუის ალბერტო ლაკალი პოუს კანდიდატურას ურუგვაის პრეზიდენტის პოსტზე, როგორც მისმა მომავალმა მოადგილემ სენატში.[10] იგი იყო ეროვნული პარტიის დირექტორიატის მდივანი, ხოლო 2018 წლის 16 აპრილს გახდა ამ პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე.[11] 2019 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზებზე ლუის ლაკალი პოუმ 53 % ხმა მიიღო და ბეატრის არხიმონი თავის კანდიდატად დანიშნა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მომავალ არჩევნებზე.[12]

2008 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ექსპერტად Teledoce არხის გადაცემაში „Esta boca es mía“.[4] 2015 წლიდან არის Josefa Oribe Training Center-ის პრეზიდენტი.[13] 2016 წელს იგი უძღვებოდა საკაბელო ტელევიზიის გადაცემას სახელწოდებით "Diseñarte".[14]

23 წლის ასაკში ბეატრისი დაქორწინდა თავის შეყვარებულზე, სისტემების ინჟინერზე, ხოლო 1986 წელს დაიბადა მათი პირველი ქალიშვილი, მარია ბელენი. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. შემდგომში იგი დაქორწინდა ადამიანზე, რომელიც მათი მეორე ვაჟის, ხუან სანტიაგოს მამა გახდა. 2009 წელს მან მესამედ იქორწინა ადვოკატ ხორხე ფერნანდეს რეესზე.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Authority file of the National Library of Uruguay
  2. Uruguay's new center-right president sworn in en. ციტირების თარიღი: 2020-03-01
  3. ElPais. Beatriz Argimón se convirtió en la primera mujer electa como vicepresidenta en Uruguay es. ციტირების თარიღი: 2019-12-01
  4. 4.0 4.1 4.2 Beatriz Argimón es. LaRed21 (2011-05-15). ციტირების თარიღი: 2018-01-17
  5. „Una historia distinta de la Bancada Bicameral Femenina“ [A Varied History of the Women's Bicameral Caucus]. La República (Spanish). 2014-04-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  6. „Que nadie se escape“ [Let No One Escape]. La Diaria (Spanish). 2015-08-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  7. González: 'El tema del alejamiento de Proyecto XXI de Alianza Nacional fue el de los ministerios y los cargos' es. LaRed21 (2000-05-10). ციტირების თარიღი: 2018-01-17
  8. 8.0 8.1 Argimón se aleja de Correntada Wilsonista es. El Espectador (2007-12-03). ციტირების თარიღი: 2018-01-17
  9. Álvarez, Cecilia (2011-07-08). „Sin que me echen“ [Without Being Thrown Out]. La Diaria (Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  10. „Lista de consenso al Directorio blanco“ [Consensus List for the White Directorate]. El País (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  11. Beatriz Argimón assumed as the first woman president of the National Party es. El Observador (2019-08-16). ციტირების თარიღი: 2020-09-27
  12. Lacalle Pou surprised announced his partner for the October elections es. El País (2019-08-11). ციტირების თარიღი: 2020-09-27
  13. El centro de estudios y formación Josefa Oribe elige nuevas autoridades es. National Party. ციტირების თარიღი: 2018-01-17
  14. „Diseñarte y Drapart“. El País (ესპანური). 2016-07-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-18. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  15. Se casó Beatriz Argimón es. Montevideo Portal (2009-12-14). ციტირების თარიღი: 2018-01-17