პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | ბორის ვასილის ძე ნიკიტინი |
დაბ. თარიღი | 5 მარტი, 1938 |
დაბ. ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდ. თარიღი | 20 ოქტომბერი, 1984 (46 წლის) |
გარდ. ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
სიმაღლე | 176 სმ |
წონა | 72 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა |
![]() |
სახეობა | ცურვა |
მწვრთნელი |
ვალენტინ სამარინი ლუკა იოაკიმიდი |
ბორის ნიკიტინი (რუს. Борис Васильевич Никитин; დ. 5 მარტი, 1938, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1984, იქვე) — საბჭოთა მოცურავე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.
დაიბადა 1938 წელს თბილისში. ცურვის ოსტატობას ეუფლებოდა ვალენტინ სამარინისა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ლუკა იოაკიმიდის ხელმძღვანელობით.
ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1956, მელბურნი; ესტაფეტა 4X200 მ),[1] ევროპის ჩემპიონი (1958, ესტაფეტა 4X200 მ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1958 (400მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1956 (400 მ), 1957 (400 მ; 1500 მ), 1958 (400 მ), 1959 (400 მ), 1960 (400 მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958 (1500 მ), 1963 (კომპლექსური 400 მ; კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1957, 1500 მ; ესტაფეტა 4X200 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (1957, 400მ).
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
საწყლოსნო სახეობები | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1958 | ![]() |
საწყლოსნო სახეობები | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1958 | ![]() |
საწყლოსნო სახეობები | ![]() |
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956 | ![]() |