გალ მეკელი (ებრ. גל מקל; დ. 4 მარტი, 1988, რამათ-ჰაშარონი, ისრაელი)[1] პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე ისრაელიდან. პოზიციით გამთამაშებელი. ამჟამად რეჯიო ემილიას მაისურით ასპარეზობს ლიგა ბასკეტ სერია A-ში (LBA).
2 წლის განმავლობაში საკოლეჯო კალათბურთს ვიჩიტაში თამაშობდა. შემდეგ იგი თამაშობდა ისრაელის სუპერლიგის კლუბებ მაკაბი თელ ავივიში, აპოელ გილბოა გალილსა და მაკაბი ჰაიფაში; აგრეთვე იტალიის სერია A ლიგის კლუბ ბენეტონ ტრევისოში. 2011 და 2013 წლებში იყო ისრაელის საკალათბურთო სუპერლიგის MVP.
2013 წელს ხელი მოაწერა დალას მავერიქსთან 3 წლიან მინიმალურ, გარანტირებულ კონტრაქტს; ამგვარად მეკელი გახდა მეორე მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ასპარეზობა მოახერხა; იგი აგრეთვე ფოლბს პოლონეთის პასპორტსაც.[2]
მეკელი დაიბადა 1988 წლის 4 მარტს რამათ-ჰაშარონში, ისრაელში, აროლ და არიელა მეკელების ოჯახში; იგი ებრაელია.[3][4] ჰყავს ოთხი ძმა და ორი და.[4] სწავლობდა თელ-ავივიში მდებარე ალიანს საშუალო სკოლაში.[5]
კალათბურთელის კარიერა დაიწყო აპოელ თელ-ავივის ახალგაზრდულ გუნდში. მცირე დროის შემდეგ, იგი გადავიდა რამათ ჰაშარონის ახალგაზრდულ გუნდში სადაც მან საკუთარი პლეიმეიკერის შესაძლებლობები აჩვენა. მისი შესაძლებლობები შეამჩია საკალათბურთო გუგანტმა კლუბმა, მაკაბი თელ-ავივიმ; 17 წლის ასაკში შეუერთდა აღნიშნულ კლუბს; მაკაბის ახალგაზრდულ კლუბთან ერთად მან 2005-2006 წლების ისრაელის ახალგაზრდული სუპერლიგა მოიგო.
მეკელი საკოლეჯო კალათბურთს ორი წლის განმავლობაში, ვიჩიტაში თამაშობდა.[4] მისი პირველი სეზონის (2006-2007) შუა ნაწილიდან, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. პირველი სეზონი საშუალოდ 13 წუთს თამაშობდა და ამ დროში 4 ქულას აგროვებდა.
2007-2008 წლების სეზონში მეკელმა საკუთარი სტატისტიკა გააუმჯობესა: საშუალოდ 30+ ნათამაშებ წუთში აგროვებდა 9.3 ქულასა და 3.7 შედეგიან გადაცემას. გაუმჯობესების მიუხედავად, სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
2008 წლის 28 მარტს გალ მეკელმა საკუთარი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბ მაკაბი თელ-ავივისთან (კლუბში უნდა ეთამაშა 2007-2008 წლების სეზონის განმავლობაში).[6]
2008-2009 წლების სეზონში მაკაბი თელ-ავივიმ გალ მეკელი იჯარით აპოელა გილბოა გალილში გაუშვა. გალილში იგი საშუალოდ 6.9 ქულასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მეკელმა ლიგის პლეიოფის მეოთხედფინალში აპოელ ჰოლონის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან სეზონი ისრაელის სუპერლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოთი დაასრულა[7]
გალილში ჩატარებული კარგი სეზონის გამო იგი მაკაბი თელ-ავივიში დაბრუნდა. მეკელი გუნდში დანიშნეს კლუბში ახალმოსული ძირითადი გამთამაშებლის, წინა სეზონის ისრაელის პრემიერლიგის MVP-ის, დორონ პერკინსის შემცვლელად.[8] მეკელმა მაკაბიში საკუთარ სადებიუტი შეხვედრაში, ირონი ნაჰარიას წინააღმდეგ 13 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.[9] 2009 წლის დეკემბერში, თამაშებში მცირე დროის მიღების გამო, მეკელმა იჯარით გაშვება მოითხოვა.
2013 წელს ხელი მოაწერა დალას მავერიქსთან 3 წლიან მინიმალურ, გარანტირებულ კონტრაქტს; ამგვარად მეკელი გახდა მეორე მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ასპარეზობა მოახერხა.[10][11] ახალ გუნდთან ერთად მეკელმა 2013 წლის NBA-ის ზაფხულის ლიგაზე ითამაშა; საშუალოდ აგროვებდა 9.7 ქულასა და 5.0 შედგიან გადაცემას.[12]
გალ მეკელის დებიუტი რეგულარულ სეზონში შედგა 2013 წლის 30 ოქტომბერს, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ანგარიშით 118-109 მოგებულ შეხვედრაში; აღნიშნულ მატჩში მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.[13] 1 ნოემბერს, ისტორიაში პირველად, NBA-ში ერთმანეთს ორი ისრაელის მოთამაშე დაუპირისპირდა (იგულისხმება როკეტსში მოთამაშე ომრი კასპი). ომრი კასპი და გალ მეკელი თანაგუნდელები იყვნენ ისრაელის 16-წლამდელთა, 18-წლამდელთა, 20-წლამდელთ ნაკრებებსა და მაკაბი თელ-ავივის ახაგაზრდულ გუნდში.[14][15] აღნიშნულ შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსმა დალას მავერიკსი ანგარიშით 113-105 დაამარცხა.