გეო მილევი | |
---|---|
ბულგ. Гео Милев | |
დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1895[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | Radnevo, ბულგარეთის სამთავრო[4] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 15 მაისი, 1925[6] (30 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სოფია, ბულგარეთის სამეფო[6] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი[7] [8] [9] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და მხატვარი |
მოქალაქეობა | ბულგარეთი |
ალმა-მატერი | სოფიის უნივერსიტეტი |
მეუღლე | მილა კერანოვა |
შვილ(ებ)ი | ლედა მილევა და ბისტრა ავრამოვა |
გეო მილევი (ბულგ. Гео Милев; დ. 15 იანვარი, 1895, რადნევი — გ. 15 მაისი, 1925, სოფია) — ბულგარელი პოეტი. განიცადა სიმბოლიზმის და ექსპრესიონიზმის გავლენა. ეკუთვნის კრებულები „სასტიკი ბეჭედი“ (1920), „ხატებს სძინავთ“ (1922). 1923 წლის აჯანყების შემდეგ იდგა რევოლუციურ პოზიციებზე (პოემა „სექტემბერი“, 1925). თარგმნიდა ფრანგულიდან, ინგლისურიდან, რუსულიდან და გერმანულიდან.