გეორგ ეშერიხი (გერმ. Georg Escherich; დ. 4 იანვარი, 1870, შვანდორფი, ბავარია, გერმანიის იმპერია — გ. 26 აგვისტო, 1941 მიუნხენი, ბავარია, მესამე რაიხი) — გერმანელი პოლიტიკოსი, „მონადირეთა საბჭოს“ წევრი, წყლისა და ტყის მეურნეობის ისნპექტორი, ბავარიის სახალხო პარტიის აქტივისტი. პროფესიით მეტყევე.
1919 წელს კაპიტან ერნსტ რემთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, ბავარიის სამოქალაქო თავდაცვა. 1923 წელს მონაწილეობა მიიღო ადოლფ ჰიტლერის მიერ ორგანიზებულ „ლუდის პუტჩში“. მოგვიანებით დაუპირისპირდა ჰიტლერს და გახდა ავსტრიის ფაშისტური მოძრაობის ერთ–ერთი ცნობილი მოღვაწე. ეს მოძრაობა პროიტალიური იყო. 1933 წელს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მოძრაობა დაშალეს.