დავიდ ვოლფსონი (დ. 9 ოქტომბერი, 1856 — გ. 15 სექტემბერი, 1914) — ებრაელი ბიზნესმენი და ცნობილი სიონისტი. სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის მეორე პრეზიდენტი.
დაიბადა დარბენაიში (ლიტვა), ღრმად მორწმუნე ისააკისა და ფეიგას ოჯახში, რომელთა უშუალო ჩარევით მიიღო რელიგიური განათლება. 1872 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ისწავლა გერმანული ენა და მათემატიკა და გაერთიანდა ხოვევეი ციონში.
ვოლფსონი 1905 წელს, მსოფლიო სიონისტთა კონგრესზე აირჩიეს სიონისტთა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1907 წელს გახდა პრეზიდენტი.
გარდაიცვალა ჰამბურგში (გერმანია).