დახაბრახა ДахаБраха | |
---|---|
„დახაბრახა“ ლვოვში, 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ДахаБраха |
ჟანრ(ებ)ი | ეთნო-ქაოსი |
აქტიური | 2004 – დღემდე |
წევრები |
მარკო გალანევიჩი ნინა გარენეცკაია ირინა კოვალენკო ელენა ციბულსკა |
ყოფილი წევრები | ალექსანდრა გარბუზოვა |
საიტი | www.dakhabrakha.com.ua |
დახაბრახა ვიკისაწყობში |
დახაბრახა (უკრ. ДахаБраха) — ეთნო-ქაოსის ჟანრის უკრაინული ჯგუფი[1][2], რომელიც სხვადასხვა ეთნოსის ეთნიკურ მუსიკას ასრულებს. ჯგუფი არის სერგეი კურიოხინის სახელობის პრემიის მფლობელი (2009). დახაბრახას სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი საქმიანობის ორგანიზატორია ვლადისლავ ტროიცკი.
მუსიკალურმა ჯგუფმა ფორმირება დაიწყო 2000-იან წლებში, თეატრ „დახში“, ახალგაზრდა ფოლკლორისტებისგან, რომლებიც ვლადისლავ ტროიცკმა შემოიკრიბა. თავდაპირველად ჯგუფი ტროიცკის სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებდა, მოგვიანებით ის სამხატვრო ხელმძღვანელის პროექტ, „მისტიკური უკრაინის“[3] მონაწილე გახდა. 2004 წლიდან ჯგუფმა აქტიური საკონცერტო კარიერა დაიწყო. მომდევნო წლებში დახაბრახა აქტიურად მონაწილეობს ეთნიკური მუსიკის ფესტივალებში და თეატრ „დახის“ სპექტაკლებში.
2006 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი „На добраніч“, რომელშიც 18 სიმღერა შევიდა. ალბომისთვის ხმის ჩაწერაზე მუშაობდნენ ანატოლი სოროკა და ანდრეი მატვეიჩუკი. მათი შემდეგი ალბომები არის „Ягудки“ (2007) და „На межі“ (2009). 2010 წელს დახაბრახამ ჩაწერა სტუდიური ალბომი „Light“, რომლის მუსიკალური პროდიუსერი იყო იური ხუსტოჩკა. 2012 წელს გამოვიდა ალბომი „Khmeleva Project“, რომელიც ჩაწერილია ბელორუსულ ჯგუფ „Port Mone-სთან“ ერთად.
ნინა გარენეცკაია
|
ირინა კოვალენკო
|
ელენა ციბულსკა
|
მარკო გალანევიჩი
|
2006 :: На добраніч (უკრაინული)
2007 :: Ягудки (უკრაინული)
2009 :: На межі (უკრაინული)
2010 :: Light (უკრაინული)
2012 :: The Khmeleva project (Port Mone-ეთან ერთად)
2016 :: Шлях