სოფელი | |
---|---|
დიქაია | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | ჩამლიჰემშინის რაიონი |
კოორდინატები | 41°05′02″ ჩ. გ. 41°01′41″ ა. გ. / 41.08389° ჩ. გ. 41.02806° ა. გ. |
ადრეული სახელები | მექ'ალესკ'ირიტი |
საფოსტო ინდექსი | 53750 |
დიქაია (თურქ. Dikkaya) — სოფელი ჩამლიჰემშინის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 67 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ჩამლიჰემშინიდან 6 კილომეტრში.[1] 2019 წლის მონაცემებით სოფელში 983 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელი დიქაიას ძველი სახელია მეკალესკირიტი. [3][4] ლაზური ადგილის სახელი მეკალესკირიტი თურქულში შევიდა როგორც მაკალესკირიტი ან მაკალესკირიტი. მართლაც, იგი მოხსენიებულია როგორც მაკალესკირიტი (مقالسكریت) 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში. [5][6]
ლაზეთის რეგიონი, სადაც მდებარეობს მეკალესკირიტის სოფელი, ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია გაანადგურეს, 1547 წელს ეს რეგიონიც მთლიანად დაიპყრეს. [7] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულის მიხედვით, სოფელი მეკალესკირიტი ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ათინას რაიონს ეკუთვნოდა. მისი მოსახლეობა შედგებოდა 56 ოჯახში მცხოვრები 192 ადამიანისგან. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცების რაოდენობას გულისხმობს. სოფელში დაბეგვრას დაქვემდებარებული ცხოველები იყო 115 ძროხა და 10 ხარი. [8]
კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმა 1910 წელს ლაზისტანის რეგიონში თავისი კვლევითი მოგზაურობისას სოფლის სახელი „მეკალესკირიტად" დაწერა. მარის ცნობით, ათინას რაიონში 69 სოფელი იყო, რომელთაგან 64-ში ლაზურად საუბრობდნენ. მაკალესკირიტი იყო ერთ-ერთი სოფელი, სადაც ლაზურად საუბრობდნენ. [9] სოფელი მეკალესკირიტი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ რუსული მმართველობის დროს, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში თავისი კვლევითი მოგზაურობისას სოფლის სახელი დაწერა ქართულად როგორც მეკალესკირითი (მეკალესკირითი) და რუსულად როგორც მალესკერიტი (Maлeскерит). ყიფშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროს სოფელ მეკალესკირიტში 117 ოჯახში 625 ადამიანი ცხოვრობდა. [10]
სოფელი მეკალესკირიტი ან მაკალესკირიტი იყო რიზეს პროვინციის ათინას რაიონის არდეშენის თემის ერთ-ერთი სოფელი 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში. [6] 1935 წლის საყოველთაო აღწერისას სოფელი „მაკალისკირიტის" სახელით, იგი იმავე ადმინისტრაციულ პოზიციას ინარჩუნებდა ჩორუჰის პროვინციაში, რომელიც შეიქმნა რიზეს და არტვინის პროვინციების გაერთიანებით, და მისი მოსახლეობა შედგებოდა 739 ადამიანისგან. ამ დროს ათინას რაიონის სახელი შეიცვალა და გახდა პაზარი. [11] რადგან მეკალესკირიტი ან მაკალესკირიტი არ იყო თურქული, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა დიქაიად. [12] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელ დიქაიას მოსახლეობა შედგებოდა 1,225 ადამიანისგან და ამ მოსახლეობიდან 355 ადამიანი იყო წერა-კითხვის მცოდნე. ამ თარიღისთვის სოფელი ჩამლიჰემშინის რაიონის ცენტრალურ თემს ეკუთვნოდა. [13]
|