ელმალიქი (პაზარის რაიონი)

სოფელი
ელმალიქი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი პაზარის რაიონი
კოორდინატები 41°06′55″ ჩ. გ. 40°53′29″ ა. გ. / 41.11528° ჩ. გ. 40.89139° ა. გ. / 41.11528; 40.89139
ადრეული სახელები კუზიკა
საფოსტო ინდექსი 53300
ელმალიქი (პაზარის რაიონი) — თურქეთი
ელმალიქი (პაზარის რაიონი)

ელმალიქი (თურქ. Elmalık) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 47 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 10 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 310 ადამიანი ცხოვრობს.[2]

სოფელ ელმალიქის ძველი სახელწოდებაა „კუზიკა“.[3] ეს არის ლაზური ტოპონიმი კუზიკა (კუზიკა), რომელიც მომდინარეობს სიტყვისგან „კუზი“(კუზი), რაც ნიშნავს კოვზს და აქედან გამომდინარე ნიშნავს „პატარა კოვზს“.[4] ამ ადგილის სახელი თურქულში იგივე ფორმით შევიდა. შესაბამისად, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ის მოხსენიებულია როგორც კუზიკა (قوزیقە).[5]

სოფელ კუზიკას მდებარეობის ადგილი - ლაზეთის რეგიონი, ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, მას შემდეგ რაც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია გაანადგურეს, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[6] ეს დასახლება დიდხანს იმყოფებოდა ოსმალთა მმართველობის ქვეშ, სანამ პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში არ გადავიდა.

ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში ჩატარებული კვლევითი მოგზაურობის ჩანაწერებში სოფლის სახელი რუსულად დაწერა როგორც კუზიკა (Кузика). ამ დროისთვის სოფელში 56 კომლში 399 ადამიანი ცხოვრობდა და მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები შეადგენდნენ.[7] ნიკო მარი კი 1910 წელს ლაზეთის რეგიონში თავისი კვლევითი მოგზაურობის დროს წერდა, რომ ათინის რაიონში 69 სოფელი იყო და ამ სოფლებიდან 64-ში ლაზურად საუბრობდნენ. კუზიკას სოფელიც ლაზურენოვან დასახლებულ პუნქტებს შორის მოიხსენია.[8]

სოფელი კუზიკა, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, რიზეს პროვინციის ათინის რაიონის ცენტრალურ თემს ექვემდებარებოდა.[5] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს, არტვინისა და რიზეს პროვინციების გაერთიანებით შექმნილ ჩორუჰის პროვინციაში იგივე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა და მისი მოსახლეობა 588 ადამიანისგან შედგებოდა.[9] ვინაიდან კუზიკა არ იყო თურქული სახელი, 1959 წელს სოფლის სახელი შეიცვალა და ელმალიქი ეწოდა.[10] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფლ ელმალიქის მოსახლეობა 830 ადამიანისგან შედგებოდა და ამ მოსახლეობიდან 279 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[11]

  1. Elmalık Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015.
  2. Rize Pazar Elmalık Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  3. İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 109, ISBN 978-605-89094-0-3
  4. „კუზიკა“- „Lazca-Gürcüce Sözlük“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020. ციტირების თარიღი: 30 Haziran 2024.
  5. 5.0 5.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 619.
  6. „კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა“, (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  7. İoseb Kipşidze, „Çaneti'de Yolculuk“,(ჭანეთში მოგზაურება), „მოამბე / Bulletin“, I. Cilt, Tiflis 1937, s. 169.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 30 Haziran 2024.
  8. Nikolay Marr, „Lazistan'a Yolculuk“, (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 71, ISBN 9786055753634.
  9. „1935 Genel Nüfus Sayımı“,İstanbul, 1937, s. 262.
  10. „Köylerimiz“, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 710.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 31 Ocak 2023.
  11. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 526.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 30 Haziran 2024.