ემილია ვაშარიოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 მაისი, 1942 ჰორნა შტუბნა, სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა |
სხვა სახელები |
ემილია ვაშარიოვა-ჰორსკა[1] ემილია ჩორბოვა (ქორწინების) |
საქმიანობა | მსახიობი, პროფესორი |
აქტიური | 1958-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ივან ჰორსკი (დაქ. 1968 - განქ. 1975) მილან ჩორბა (დაქ. 1977 - გარდ. 2013) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ემილია ვაშარიოვა (სლოვაკ. Emília Vášáryová, [ˈɛmiːlija ˈʋaːʃaɾijɔʋa]; დ. 18 მაისი, 1942)[2] — სლოვაკი სასცენო და სატელევიზიო მსახიობი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სლოვაკური თეატრის პირველი ლედი“.[3][4] დაახლოებით ორმოცდაათ წლიანი კარიერის განმავლობაში, ემილიამ მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: დამსახურებული არტისტის ჯილდო (1978),[5] ალფრედ რადოკის ჯილდო (1996), „ჩეხეთის ლომის“ ჯილდო,[6]Artis Dramaticae Honoris Causa-ს საპატიო დოქტორის ჯილდო (2006),[7] და ჯილდო ELSA (2010).[8] ემილიას და არის ყოფილი დიპლომატი, მაგდალენა ვაშარიოვა.[9] ჩეხური მედია მას „ჩეხეთისა და სლოვაკეთის ურთიერთობების საპატიო კონსულს“ უწოდებს.[10]
ემილია ვაშარიოვა დაიბადა ჰორნა შტუბნაში, სლოვაკეთის პირველ რესპუბლიკაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ემილია დასთან, მაგდალენასთან ერთად (ის მოგვიანებით პოპულარული მსახიობი გახდა) გაიზარდა ბანსკა-შტიავნიცაში, იქ სადაც მათი მშობლები ასწავლიდნენ. მისი მამა, იოზსეფ ვასარი (წარჩინებული უნგრული გვარის წარმომადგენელი) სლოვაკური ენის ლიტერატურასა და გრამატიკას ასწავლიდა გიმნაზიაში, ხოლო დედა, ჰერმინა გერმანული ენის მასწავლებელი იყო.[11]
ვაშარიოვა ბავშვობიდანვე თამაშობდა მოყვარულთა თეატრში, ასევე დაკავებული იყო ტანვარჯიშით. შტიავნიცის საშუალო სკოლაში სწავლისას ემილია აირჩიეს მცირე ზომის როლზე უნგრულ - სლოვაკურ ფილმში წმინდა პეტრეს ქოლგა. მან ახალგაზრდა გოგონას როლი შეასრულა, რომელსაც მხოლოდ ერთი ხაზი: „მოვდივარ, მოვდივარ!“ ჰქონდა სათქმელი.[12] ფილმი 1958 წელს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე გამოვიდა, მაგრამ საბოლოო, მონაწილეთა სიაში ემილია ვაშარიოვა მოხსენიებული არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ემილიამ თავდაპირველად უნივერსიტეტში ენათმეცნიერებისა ან ხელოვნების ისტორიის შესწავლა გადაწყვიტა, ე. წ. „კონფიდენციალური ფაილების“ (ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მიერ გაცემული დოკუმენტი) არ არსებობის გამო, ემილიამ ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში სწავლა დაიწყო და თან თეატრში თამაშობდა.[13]
კოლეჯში სწავლისას მან მოიპოვა ორი მეორეხარისხოვანი როლი შავ-თეთრ ფილმებში. ეს ფილმებია: „მსვლელობა ყოველთვის არ არის გასართობი“ (1960) და „ახალგაზრდობაში“ (1962). მის მიღწევებს მოჰყვა მთავარი როლი (როგორც „დიანა“) ვოიტეხ იასნის ფილმში „როდესაც კატა მოდის“, რომელშიც ჯადოსნური კატა იმ ადამიანების თვისებებს შეიძენს, რომლებსაც ხედავს. ფილმის პრემიერა 1963 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი. ფილმმა მრავალი ჯილდო მოიგო ესპანეთის, საბერძნეთის, კოლუმბიისა და იტალიის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.[14]
1964 წელს, ლადისლავ ხუდიკის შეთავაზე დათანხმების შემდეგ, ემილია 1 აგვისტოს სლოვაკეთის ეროვნულ თეატრს შეუერთდა. თავდაპირველად ემილია ამჩნევდა უკმაყოფილებას უფროს მსახიობებს, რომლებსაც ვარაშიოვა ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ეგონათ. მანამდე ის ტამაშობდა ახალ სცენაზე, ბრატისლავაში, სადაც ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის, გუსტავ ჰუსაკის მეუღლის, მაგდა ჰუსაკოვა-ლოკვენცოვას როლს ასრულებდა.
ეროვნულ თეატრში ემილიას დებიუტი უილიამ შექსპირის პიესის, ჰამლეტის დადგმაში შედგა, სადაც ოფელიას როლი შეასრულა. შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარში ელენას როლისა და ლოპე დე ვეგას მოცეკვავე ოსტატში ფლორელის როლებისთვის ემილიამ იანკო ბოროდაჩის ჯილდო მოიპოვა 1967 წელს.
ფილმებიდან ემილია გამოჩნდა „ხუმარას ზღაპარში“, რამაც ფილმის რეჟისორს, კარელ ზემანს ორი ჯილდო, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალისა (1964 წელი) და ადის-აბებას (1964 წელი, ეთიოპია) საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები მოუტანა.[15]
ემილიასთვის სხვა სრულმეტრაჟიანი ფილმები იყო: „წმინდა ელიზაბედის მოედანი“ (1965),[16] „ოსტატი შემსრულებელი“ (1966),[17] „დრაკონის დაბრუნება“ (1967)[18] და „სხვა გზა არაა“ (1968).[19] ამასთან ერთად ემილიამ დაიწყო სატელევიზიო კარიერა და ბრნოში 1967 წლის ყველაზე პოპულარული ქალი მსახიობის ტიტული მოიგო.[20]