ენციკლოპედია ნიპონიკა (იაპონ. 日本大百科全書, にっぽんだいひゃっかぜんしょ, ნიპონ დაიჰიაკა ძენსიო, «დიდი იაპონური ენციკლოპედია»; ინგლ. Encyclopedia Nipponica) — იაპონური ენციკლოპედიური ლექსიკონი 26 ტომად გამომცემლობა სიოგაკანი-ს მიერ გამოცემული. იაპონიათმცოდნეობის ყოვლისმომცველი მსხვილი ენციკლოპედიაა. ადგენდნენ 10 წელიწადი. შეიცავს 130 000-ზე მეტ სტატიას 23 000 გვერდზე. გამოიცა ორჯერ: 1984—1994 და 1994—1997. 1990-იანი წლების ბოლოდან გამომცემლობამ ელექტრონული ვერსიების გამოცემა დაიწყო პერსონალური კომპიუტერებისთვის.
ენციკლოპედიაში ინფორმაცია ანბანურად არის დალაგებული. შედგება 24 ძირითადი ტომისგან თემატური სტატიებით, გარდა ამისა, 1 ტომი საძებნი ინდექსისა და 1დამატებითი ტომისგან.