ერკანდ კერიმაი

ერკანდ კერიმაი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ალბანელი
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1988 (1988-08-10) (36 წლის)
დაბ. ადგილი შკოდერი, ალბანეთი
სიმაღლე 165 სმ
წონა 77 კგ
სპორტი
ქვეყანა ალბანეთი[1]
სპორტი ძალოსნობა
მედლები
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი ბუქარესტი 2009 -77 კგ.
ოქრო თელ-ავივი 2014 -77 კგ.
ხმელთაშუაზღვის თამაშები
ოქრო პესკარა 2009 -77 კგ.
ძალოსნობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ოქრო დურესი 2008 -77 კგ.

ერკანდ კერიმაი (ალბ. Erkand Qerimaj; დ. 10 აგვისტო, 1988, შკოდერი) — ალბანელი ძალოსანი. მოქმედი ევროპის ჩემპიონი.

სპორტსმენის დებიუტი 2003 წელს ვანკუვერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა. სადაც მან 227,5 კგ-ის აწევის შედეგად 27-ე ადგილი დაიკავა.

2008 წელს ლინიანი-საბიადოროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და სულ რაღაც 10 კილოგრამით ჩამორჩა პრიზიორებს. იმავე წელს მან ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა სადაც 341 კგ-ის დაძლევის შედეგად მე-13 ადგილი დაიკავა.

2009 წელს კერიმაი ხმელთაშუაზღვის თამაშების გამარჯვებული გახდა და იმავე წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერხლის მედალი მოიპოვა.

2012 წლის დასაწყისში ანთალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ალბანელმა სპორტსმენმა 348 კგ-ის აწევა შეძლო და ოქროს მედალი მოიპოვა. ცოტა ხნის შემდეგ კერიმაი დოპინგის მიღებაში ამხილეს და ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. გარდა ამისა სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს, რის გამოც მან ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ვერ შეძლო.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ კერიმაი 2014 წელს თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან და მისმა თანამემამულე დანიელ გოდელიმ ერთნაირი წონის 349 კილოგრამის დაძლევა შეძლეს, მაგრამ კერიმაი 20 გრამით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://web.archive.org/web/20110527170148/http://www.iwf.net/results/results_athlete_e.php?compid=695