პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვაგიფ ფუზული ოღლუ ჯავადოვი | ||
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ფორვარი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ცსკა მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007 - 2010 | ყარაბაღი | ||
2010 - 2011 | ტვენტე | ||
2010 - 2011 | → ბაქო | ||
2011 - 2012 | ვოლგა | ||
2012 - 2013 | ყარაბაღი | ||
2013 - 2014 | კეშლა | ||
2014 - 2015 | გაზიანტეპი | ||
2015 | ბოლუსპორი | ||
2015 | ხაზარ-ლენქორანი | ||
2015 | გაბალა | ||
2016 | სიმგაიტი | ||
2017 | შუველიანი | ||
2018 | კეშლა | ||
ეროვნული ნაკრები | |||
2006 - | აზერბაიჯანი | 57 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვაგიფ ჯავადოვი (აზერ. Vaqif Cavadov; დ. 25 მაისი, 1989, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარი. ამჟამად იგი თამაშობს აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
ჯავადოვმა ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო და ჩაირიცხა ეერთ-ერთ ადგილობრივი კლუბის სკოლაში, რომელსაც ვაგიფ პაშაევი მეთაურობდა. 11 წლის ასაკში, იგი შეუერთდა ცსკა-ს ახალგაზრდულ სისტემას და კლუბში თამაში სთრაიკერის პოზიციაზე დაიწყო. 2007 წელს მან დატოვა ცსკა და ყარაბაღს შეუერთდა.
ახალ კლუბში (ყარაბაღში) შესვლის შემდეგ, გურბან გურბანოვის მეთვალყურეობის ქვეშ ვაგიფ ჯავადოვის თამაშმა დიდი პროგრესი განიცადა; ამით მან შეძლო კლუბის გულშემატკივართათვის თავი ალევე შეეყვარებინა. მისი წარმატება დაადასტურა კლუბში გატარებულმა ორმა წელმა, რომლის განმავლობაშიც მან კლუბის 100-მდე თამაშში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა მრავალი გოლი. მან აგრეთვე ითამაშა ევროპალიგის ეგიდით გამართულ ორ მატჩში, 2010 წელს როსენბორგისა და ტვენტეს წინააღმდეგ.
2009 წლის 26 დეკემბერს ჯავადოვმა ოთხწლიანი კონტრაქტი (მისი ღირებულება გაურკვეველია) გააფორმა კლუბ ტვენტესთან.[1][2][3][4] თუმცა, მან კლუბში დებიუტი, მძიმე ტრამვების გამო, პირველი 8 თვის გამვალობაში ვერ მოახერხა.[5][6]
2010 წლის 30 აგვისტოს ტვენტე ვაგიფ ჯავადოვის 1 წლით კლუბ ბაქოში განათხოვრებას დასთანხმდა.
2011 წლის 29 ივნისს იგი კლუბ ვოლგას შეუერთდა. რუსულ კლუბში 11 გოლის გატანის შემდეგ, 2012 წლის იანვარში ჯავადოვმა კლუბი ხელფასთან შექმნილი პრობლემების გამო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2012 წლის 17 იანვარს კონტრაქტი ყოფილ კლუბ ყარაბაღთან გააფორმა.
2013 წლის ივნისში იგი კლუბ ინტერ ბაქოს შუერთდა.[7] გუნდში ერთი წლის გატარების შემდეგ, მან თურქეთის პირველი ლიგის კლუბ გაზიანტეპისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[8] თუმცა მან კლუბი 2015 წლის იანვარში დატოვა და იგივე ლიგის კლუბ ბოლუსპორს შეუერთდა.[9]
ვაგიფ ჯავადოვის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2006 წლის 18 მაისს, მოლდოვას წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვედრაში. პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 11 მარტს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ თამაშში. აზერბაიჯანის ნაკრების მაისურით მას ჩატარებული აქვს 57 თამაში და გატანილი აქვს 9 გოლი.
ვაგიფ ჯავადოვი არის 1980-იანი წლების ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის, ისგანდარ ჯავადოვის ძმისშვილი.