„„ვარსკვლავური ომების“ გაგრძელების ტრილოგია“ | |
---|---|
„ვარსკვლავური ომების“ ლოგო, რომელიც ყველა ფილმში ჩნდება. | |
რეჟისორი |
|
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი |
|
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
|
შემოსავალი |
|
„ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია“ — მესამე ტრილოგია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზში, რომელიც შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. მას აწარმოებს Lucasfilm, ხოლო პროდიუსერია Walt Disney Studios Motion Pictures. ტრილოგიაში შედის ეპიზოდები VII–IX. იგი ქრონოლოგიურად მიმდინარეობს „ჯედაის დაბრუნების“ (1983) შემდეგ. ლუკასმა გაგრძელება ჯერ კიდევ 1970-იანებში დაგეგმა[1], მაგრამ 1990-იანების მიწურულს გეგმები შეცვალა და წინარეისტორიის ტრილოგიაზე მუშაობა დაიწყო. The Walt Disney Company-მ Lucasfilm 2012 წლის ბოლოს შეიძინა და განაცხადა, რომ განაგრძობდა ფილმების სერიაზე მუშაობას.
სერიის პირველი სურათი, „ძალის გამოღვიძება“, აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. მისი რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო სცენარისტები – თავად აბრამსი, ლოურენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ წინა ტრილოგიის მსახიობები, ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი და სხვები. ახალ მსახიობებს შორის არიან ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი.
განსხვავებით წინა ორი ტრილოგიისგან, რომლის ფარგლებში ფილმები გამოდიოდა დაახლოებით სამწლიანი შესვენების შემდეგ, გაგრძელების ფილმები გამოვა ყოველ ორ წელიწადში. „უკანასკნელი ჯედაი“ გამოვიდა 2017 წელს. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია რაიან ჯონსონი. ფილმში კვლავ მონაწილეობს „ძალის გამოღვიძების“ მსახიობთა გუნდის დიდი ნაწილი.
გაგრძელების ტრილოგიის პირველი ორი ფილმის საერთო შემოსავალია 3.1 მილიარდი აშშ დოლარი. კრიტიკოსებმა ისინი დადებითად შეაფასეს. მესამე ნაწილი, „ეპიზოდი IX“, უნდა გადაეღო კოლინ ტრევოროუს, თუმცა 2017 წლის სექტემბერში იგი აბრამსმა ჩაანაცვლა, რომელიც სცენარზე კრის ტერიოსთან ერთად მუშაობს. ფილმი 2019 წლის დეკემბერში გამოვა.
მარკ ჰემილი ამბობდა, რომ 1976 წელს ლუკასმა, ტუნისში გადაღებისას უამბო, რომ ჩაფიქრებული ჰქონდა ფრენჩაიზის სამი კინოტრილოგია. იმ დროს, მისი ჩანაფიქრით, ჰემილი შეასრულებდა დამატებით როლს IX ეპიზოდში, რომელსაც დაახლოებით 2011 წლისთვის გადაიღებდნენ.[1][2] Time-ში, 1978 წელს, დაიწერა, ლუკასის ციტირებით, რომ „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ შემდეგ გამოვიდოდა კიდევ ათი ფილმი.[3] 1980 წლამდე გერი კურცი ასევე ფლობდა დეტალებს VII-IX ეპიზოდების სიუჟეტურ ელემენტებზე.[4][5]
1980 წელს, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ გამოსვლისთვის, ლუკასი ამბობდა, რომ გეგმავდა კიდევ შვიდი ფილმის გადაღებას. იგი აცხადებდა, რომ მათი ძირითადი მონახაზი გადმოცემული ჰქონდა 12 გვერდზე.[6] ჯიმ სტერანკოსთან ჟურნალ Prevue-ში 1980 წლის ბოლოს საუბრისას მან აღწერა, თუ როგორ გაფართოვდა „ვარსკვლავური ომები“:
ლუკასი აგრეთვე ამატებს:
„…ის ფილმები დავივიწყე, ვინაიდან „ვარსკვლავური ომების“ საგასთან საერთო არაფერი ჰქონდათ...დავიცავ სიწმინდეს. ეს არის ცხრანაწილიანი საგა, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამბავი გრძელდება 50 ან 60 წლის განმავლობაში, ტრილოგიებს შორის კი ოცწლიანი შუალედია. ყოველი ტრილოგია გრძელდება ექვს-შვიდ წელიწადს.[7]“
|
ამ ინტერვიუში ლუკასმა აგრეთვე განაცხადა, რომ ყოველი ეპიზოდისთვის (ამ ცხრიდან) ჰქონდა მოფიქრებული სახელწოდებები და ათგვერდიანი სიუჟეტური მონახაზები.[7] იმავე ჟურნალთან ინტერვიუში გერი კურცმა განაცხადა:
„შეიქმნებოდა თუ არა ის ცხრა თუ თორმეტი ფილმი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტავდა ჯორჯი დროთა განმავლობაში. შესაძლოა, სერია განვითარებულიყო ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული ან სრულიად განსხვავებულად. ფილმების შექმნის დროს ამბავი ვითარდება. როგორც კი ერთი დასრულებულია, ვფიქრობ, საგის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს.[8]“
|
1981 წელს, ინტერვიუში ჟურნალ Starlog-თან, ლუკასმა დაადასტურა, რომ დაგეგმილი ჰქონდა ცხრა ფილმი, გაუსვა რა ხაზი:
„…მაგრამ სიუჟეტიდან სცენარამდე დიდი დროა. „ჯედაის დაბრუნების“ შემთხვევაში იგივე უკვე გავიარე და ის, რაც სამ წინადადებაში შესანიშნავი ჩანაფიქრი ჩანს, ხუთი ან ექვსი სცენის მომზადებისას არ გამოდის. ამიტომ სიუჟეტები იცვლება, როდესაც გარდაიქმნება სცენარად.[9]“
|
1997 წლიდან 2012 წლის შუა პერიოდამდე ლუკასი ხშირად ამბობდა, რომ გაგრძელების ტრილოგიაზე მუშაობას არ აპირებდა და არც სხვას მისცემდა ამის უფლებას.[10][11][12][13][14] ამის სხვადასხვა განმარტება ჰქონდა.
1997 წელს, „სპეციალური გამოცემის“ პრესკონფერენციაზე ლუკასმა განაცხადა: „ყველა მეუბნებოდა - „პირველი სამი ფილმის გაგრძელებას გადაიღებ?“ მაგრამ ამ ამბების სცენარები არ მქონდა. საინტერესო მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ნამდვილად სახალისო იქნებოდა, თუკი მსახიობებს დავაბრუნებდი 60-70 წლის ასაკში და მათ შესახებ ფილმებს გადავიღებდი.“[10] Star Wars Insider-ის 1997 წლის გამოცემიდან: „ამბავი შედგებოდა ექვსი ეპიზოდისგან...თუკი ამის გარდა სხვებსაც გავაკეთებდი, ეს ხელოვნური იქნებოდა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - „საინტერესო იქნებოდა ლუკის შესახებ რამის შექმნა“. ეს იქნებოდა არა ძირითადი ამბის ნაწილი, არამედ გაგრძელება“.[11]
1999 წლის თებერვალში Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორჯი ამბობდა: „როდესაც დაინახავთ, რომ ექვსი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს, მიხვდებით. ეს ნამდვილად მეექვსი ნაწილით მთავრდება. შემდგომში გაგრძელება არასოდეს მქონდა ჩაფიქრებული“.[15][16] 2002 წლის მაისში, „კლონების შეტევის“ მსოფლიო გამოსვლამდე და III ეპიზოდის სცენარზე მუშაობის პერიოდში, ინტერნეტში გავრცელდა ხმები VII, VIII და IX ეპიზოდების გამოსვლის შესახებ.[17] პასუხად ლუკასმა განაცხადა, რომ ასეთი ეპიზოდები არ იქნებოდა, ვინაიდან აუცილებელია განვითარება:
„„საკუთარ ფილმებზე ვიმუშავებ. მაქვს რაღაც ჩანაფიქრები, მაგრამ ეს არ იქნება პოპულარული ფილმები, ფინანსური კუთხით წარმატებული ვერ იქნება. ამ (ბლოკბასტერული) ფილმებით ისეთი შემოსავალი მივიღე, რომ შემიძლია შემოქმედებითად ისეთი რამ შევქმნა, რასაც ვერ შევქმნიდი - ან თუ ისინი ოფიციალურად გამოვა – მხოლოდ შეზღუდული სახით, ვინაიდან ეს არ არის მასობრივი გასართობი ფილმები. ბევრი რამის გაკეთება მსურს. მინდა სერიალი, რამდენიმე ტელეფილმი, ძირითადად ისტორიული ხასიათის.“[17]“
|
ჯორჯმა აგრეთვე აღნიშნა: „საგა საბოლოოდ შედგება 6 ფილმისგან, 12 საათიანი ამბავი იქნება. ამის შემდეგ ყველას შეუძლია მათი ერთად ხილვა, როგორც ჩაფიქრებულია.“[17] 2008 წელს, მას შემდეგ, რაც გამოსული იყო ექვსივე ფილმი, მან განაცხადა: „ეს ფილმები იყო ენეკინ და ლუკ სკაიუოკერებზე. როდესაც ლუკი გადაარჩენს გალაქტიკას და იბრუნებს მამას, ამბავიც მთავრდება“.[18]
1999 წელს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა „ფარულ საფრთხეს“, ლუკასმა ისაუბრა „ცხრაწლიან კონტრაქტზე“, რომლის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიას შექმნიდა.[19] 2002 წელს მან განაცხადა: „სინამდვილეში, ვიხუმრე, როდესაც ვთქვი, რომ ჰარისონს და კერის 70 წლის ასაკში კვლავ გადავიღებდი. მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი იმას, რასაც ახლა ვხვდები - მარტო ის კი არ არის, რომ 70 წლის იქნებოდნენ, არამედ ისიც, რომ მეც ამ ასაკის ვიქნებოდი“.[20] 2007 წელს ლუკასმა ამ ასაკში ფილმებზე მუშაობა აღწერა როგორც „ჩანაფიქრი, რომელიც თავის დროზე სასიამოვნოდ ჟღერდა, მაგრამ ამჟამად ასეთი რეალური არ ჩანს“. მისი თქმით, დაუფიქრებელი კომენტარები, რომლებიც ადრე გაუკეთებია, შეცდომით იქნა აღქმული როგორც სერიოზული განცხადებები.[21]
1999 წელს, როდესაც ჰკითხეს, გადაიღებდა თუ არა რომელიმე სხვა რეჟისორი შემდეგ ფილმებს, ლუკასმა განაცხადა: „ალბათ, არა. ეს ჩემი საქმეა“[15][16] 2008 წელს, ინტერვიუში Total Film-თან მან გამორიცხა, რომ რომელიმე სხვა ფილმებს გადაიღებდა. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა, თუკი ვინმე ფილმებს გადაიღებდა, როდესაც იგი აღარ იქნებოდა ცოცხალი, ჯორჯმა უპასუხა: „გარკვევით განვაცხადე, რომ მეტი ფილმი არ უნდა იყოს. ნამდვილად არ იქნება ეპიზოდები VII-IX. იმიტომ, რომ მეტი იქ არაფერი ხდება. ანუ, ასეთი ჩანაფიქრი არ მქონია. უკვე არსებობს რომანები, რომლებიც აღწერენ მოვლენებს VI ეპიზოდის შემდეგ, რაც ნამდვილად არ არის ის, თუ როგორ მოვექცეოდი მე. „ვარსკვლავური ომების“ ამბავი ნამდვილად არის დართ ვეიდერის ტრაგედია. ეს არის მთელი ამბავი. მას შემდეგ, რაც იგი კვდება, აღარ ცოცხლდება, იმპერატორის კლონი არ წარმოიშობა და ლუკიც არ ქორწინდება...“[22]
1980-იანებში, V ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ლუკასმა დაწერა რეზიუმეები შემდგომი ეპიზოდებისთვის (VI-IX). დეილ პოლოკი, მისი ბიოგრაფი, 2012 წლის ინტერვიუში ახსენებს, რომ 1980-იანებში, როდესაც ჯორჯის ბიოგრაფიას იკვლევდა, რეჟისორმა ნება დართო, გადაეხედა 12 დაგეგმილი ფილმის სიუჟეტისთვის, კონფიდენციალურობის დაცვით.[23] 1980-იანებში არსებულ ჩანაფიქრებზე პოლოკი ამბობდა:
პოლოკის ასეთი, პირობითი აღწერის გარდა, ინფორმაცია 1980-იანების ვერსიების შესახებ არ არსებობს. ჩანაფიქრი შეიცვალა V ეპიზოდის შემდეგ. საბოლოოდ, გამოუყენებელი შემდეგი ტრილოგიის ელემენტების დიდი ნაწილი შევიდა VI ეპიზოდში. ასეთი იყო:
შემდეგი 35 წლის განმავლობაში ლუკასს სცენარების გამოუყენებელი ელემენტების შესახებ რამე მინიშნება არ გაუკეთებია. გამოუყენებელი სიუჟეტური განვითარებები მოყვარულებს ათწლეულების განმავლობაში იზიდავდნენ, ვინაიდან ბევრი რამე ორიგინალური ტრილოგიის დასრულების შემდეგ ნათელი არ ყოფილა და ამიტომ, თაყვანისმცემლები ელოდნენ, რომ მათ მომავალ სცენარებში გამოიყენებდნენ. ლუკასმა გააკეთა მინიშნება შემდეგ დეტალებზე:
1990-იანების დასაწყისში ლუკასმა მწერალ ტიმოთი ზანს ნება დართო, დაწერა ვარსკვლავური ომების გაფართოებული სამყაროს სერიის რომანები, რომელთა მოქმედება მიმდინარეობდა ორიგინალური ტრილოგიის შემდეგ. მათ ეწოდა „თრაუნის ტრილოგია“. 1999–2005 წლებში გამოვიდა წინარეისტორიის ტრილოგიის ფილმები და გადაწყდა, რომ საგა ამ ექვსი ფილმით დასრულდებოდა. გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ ლუკასს სურდა გაგრძელების ტრილოგიის იდეისგან დავიწყება, მაგრამ ყოველივე 2010-იანებში შეიცვალა და 2015 წლის მაისისთვის იგი თავად გეგმავდა VII ეპიზოდის გამოშვებას.[33] 2012 წელს ამის შესახებ ზანს ესაუბრნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ გაგრძელების ტრილოგია არ იქნებოდა დაფუძნებული თრაუნის რომანებზე ან გაფართოებულ სამყაროზე. თუმცა, მან აგრეთვე ახსენა, რომ ლუკასის მიერ გაგრძელების გადაღების გეგმების შესახებ წლების წინ იცოდა.[34] (იგი რეჟისორს ესაუბრა 1991 წელს თრაუნის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე).
„თავდაპირველი ჩანაფიქრით, როგორც მივხვდი - თუმცა, ლუკასი ხშირად ცვლიდა გადაწყვეტილებას, ამიტომ, შესაძლოა, ეს ის არ იყოს, რასაც ამჟამად ფიქრობს - მაგრამ მაშინ ჩაფიქრებული იყო, რომ იქნებოდა სამი თაობა. გვაქვს ორიგინალური ტრილოგია, შემდეგ ვუბრუნდებით ლუკის მამას და შევიტყობთ, თუ რა დაემართა და, თუ იქნებოდა მეშვიდე, მერვე ან მეცხრე ფილმი, იგი ლუკის შვილებს შეეხებოდა.[34] “
|
როგორც Lucasfilm-მა გამოაცხადა, გაგრძელების ტრილოგია აგრეთვე ნიშნავდა „ვარსკვლავური ომების“ არსებული სამყაროს ფაქტობრივ დასასრულს, ანუ მაყურებელს აღმოჩენები, მოულოდნელობები ელოდა, ხოლო ფილმების შემქმნელებს – უდიდესი შემოქმედებითი თავისუფლება. ძველი გაფართოებული სამყაროს დიდი ნაწილი კვლავ იარსებებდა „ლეგენდების“ საერთო დასახელებით, რომელიც შეიქმნა, რათა საკუთარ თავში მოექცია ფრენჩაიზის ყველა არაკანონიკური ნაშრომი.[35]
ლუკასის მიერ ჩაფიქრებული გაგრძელების ტრილოგიის დეტალებიდან რამდენიმე ცნობილია. ამას განმარტავს წიგნი Art of Star Wars: The Last Jedi. მის მიხედვით, 2013 წელს, სკაიუოკერის ფერმაზე ლუკასმა გამართა საუბარი ჩანაფიქრის შესახებ. მან აჩვენა ესკიზების დიდი ნაწილი, მათ შორის:
VII ეპიზოდის იდეები უფრო ახლოს არის რაიან ჯონსონის „უკანასკნელ ჯედაისთან“, ვიდრე ჯეი ჯეი აბრამსის „ძალის გამოღვიძებასთან“. ლუკასის იდეები აბრამსმა 2013 წელს არ გამოიყენა. თავდაპირველად ჯორჯს სურდა, ლუკის ამბავი დასრულებულიყო VII და არა VIII ეპიზოდში.[36]
Disney-ს მიერ 2012 წელს Lucasfilm-ის შეძენის შესახებ ლუკასმა (რომელსაც ამ დროს გვერდით კეთლინ კენედი, კომპანიის ახალი პრეზიდენტი ეჯდა), განაცხადა: „მითქვამს, რომ მეტს აღარ შევქმნიდი და ეს ასეა, იმიტომ, რომ აღარ შევქმნი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კეითის ამას არ ვანდობ.“[37]
თუმცა, 2015 წელს ჯორჯი აცხადებდა, რომ სურდა VII ეპიზოდის დასრულება, მისი 2015 წლის მაისში გამოშვება და შემდგომში კომპანიის გაყიდვა. მაგრამ, Disney-მ თავად გამოხატა სურვილი და ლუკასმა განაცხადა: „სჯობს, თავიდანვე გავეცალო ამას, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ამოვშლი. დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული.“[38] ორივე სიუჟეტური მონახაზი, დაწერილი 1980-იან და 2010-იან წლებში, გადაეცა Disney-ს თავმჯდომარე ბობ აიგერს იმ დროს, როდესაც Disney-მ Lucasfilm 2012 წელს შეიძინა.[39]
Cinemablend-თან 2014 წლის იანვარში ინტერვიუში, Lucasfilm-ის ანიმაციური ფილმის „საოცარი მაგია“ პრომოკამპანიისას, ჯორჯმა განაცხადა, რომ საბოლოოდ Disney-მ არ გამოიყენა მისი სიუჟეტური ელემენტები, რომლებიც კომპანიას გადასცა სხვა მასალებთან ერთად და გადაწყდა სრულიად ახალი ამბების შემუშავება. „Disney-ს მიერ ჩემგან მიღებულები საბოლოოდ, არ გამოიყენეს. ამიტომ, საკუთარი შეიმუშავეს. ამიტომ, ეს ის არ არის, რაც დავწერე.“[40]
ფილმი | აშშ-ში გამოსვლის თარიღი | რეჟისორ(ებ)ი | სცენარისტ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება[ა] | 18 დეკემბერი, 2015 | ჯეი ჯეი აბრამსი | ლოურენს კესდენი, ჯეი ჯეი აბრამსი და მაიკლ არნდტი | კეთლინ კენედი, ჯეი ჯეი აბრამსი და ბრაიან ბერკი | გამოვიდა |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი[ბ] | 15 დეკემბერი, 2017 | რაიან ჯონსონი | კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი | ||
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX | 20 დეკემბერი, 2019[41] | ჯეი ჯეი აბრამსი[42] | ჯეი ჯეი აბრამსი და კრის ტერიო[42] | კეთლინ კენედი, ჯეი ჯეი აბრამსი და მიშელ რეივანი[42] | მზადდება |
„ძალის გამოღვიძება“, პირველი ფილმი გაგრძელების ტრილოგიაში, აღწერს „ჯედაის დაბრუნებიდან“ 30 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. მისი მთავარი მოქმედი გმირები არიან ჰან სოლო, პრინცესა ლეია, ჩუბაკა, C-3PO და R2-D2, ისევე, როგორც ორიგინალური ტრილოგიის პერსონაჟები.[43][44] „ძალის გამოღვიძება“, ისევე, როგორც შემდეგი ორი ფილმი, ეფუძნება ორიგინალურ სცენარს და არა გაფართოებული სამყაროს რომელიმე სიუჟეტს.[45]
ორიგინალური ტრილოგიის მსახიობთა გუნდს ამ ფილმში შეუერთდნენ დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ოსკარ აიზეკი და ჯონ ბოიეგა. რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, სცენარის თანაავტორია ლოურენს კესდენთან, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ და „ჯედაის დაბრუნების“ ავტორთან. „ძალის გამოღვიძების“ თავდაპირველი ვერსიების ავტორია მაიკლ არნდტი[46][47][48], თუმცა მის მიერ წარმოდგენილი ყოველი პერსონაჟის განვითარება არ მოსწონდა აბრამსს და Lucasfilm-ის პრეზიდენტ კეთლინ კენედის. ამავე დროს არსებული მკაცრი გრაფიკის და შემოქმედებითი უთანხმოებების გამო არნდტმა დატოვა პროექტი[49][50][51][52] და მას ჯეი ჯეის სიუჟეტური კონცეფციების ძირითად წარმომსახველად ჩაენაცვლა კესდენი.[51][52]
ჯორჯ ლუკასი უნდა ყოფილიყო ადამსის შემოქმედებითი მრჩეველი, თუმცა ფილმის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სინამდვილეში ლუკასს არ სურს რამის ნახვა, სანამ დეკემბერში კინოთეატრში შევა. მანამდე „ვარსკვლავური ომების“ ომით არასოდეს გაოცებულა და აინტერესებდა ამის განცდა.“[39][53][54][55] წარმოების წინა ეტაპი დაიწყო 2012 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო წარმოება – 2014 წლის აპრილში[56]. ფილმი გამოვიდა 2015 წლის 18 დეკემბერს.[57] აშშ-ში მას მიენიჭა PG-13 ტიპის რეიტინგი „სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ძალადობისთვის“[58]. ამრიგად, იგი „სითების შურისძიების“ შემდეგ იყო ფრენჩაიზის მეორე ფილმი, რომელსაც ასეთი რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული (დანარჩენი ხუთი აღნიშნული იყო უბრალოდ PG რეიტინგით).[59]
ფილმი გახდა რეკორდსმენი აშშ-ში სადებიუტო შაბათ-კვირას ბილეთების გაყიდვის მიხედვით – 248 მილიონი აშშ დოლარით (39 მილიონით მეტი, ვიდრე „იურული სამყაროს“ შემთხვევაში და 529 მილიონით მსოფლიო მასშტაბით. ფილმმა დაამყარა ახალი რეკორდი და იქცა პირველ სურათად, რომლის შემოსავალი 12 დღის განმავლობაში აშშ-ში 1 მილიარდიან შემოსავალს გასცდა.[60] ამჟამად ეს არის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა დროის და მსოფლიო მასშტაბით მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი (ინფლაციის გაუთვალისწინებლად).[61]
2014 წლის 20 ივნისს რაიან ჯონსონი გამოაცხადეს როგორც VIII ეპიზოდის სცენარისტი და რეჟისორი, აგრეთვე IX ეპიზოდის სიუჟეტის ავტორი.[62][63] კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი იყვნენ პროდიუსერები, ხოლო ჯეი ჯეი აბრამსი – აღმასრულებელი პროდიუსერი. სტივ იედლინი არის ფილმის ოპერატორი.[64] 2014 წლის აგვისტოში ჯონსონმა დაადასტურა, რომ ამ ეპიზოსიდ რეჟისორი იქნებოდა.[65]
2015 წლის მარტში ოსკარ აიზეკმა განაცხადა წინა ფილმში განსახიერებული როლის კვლავ შესრულებაზე.[66][67][68] 2015 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პროექტს უარყოფითი გმირის როლში შეუერთდა ბენისიო დელ ტორო[69][70]. მან მოგვიანებით დაადასტურა მონაწილეობა პროექტში.[71] 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადეს სხვა მსახიობების სახელ-გვარებიც. ესენი იყვნენ გუგუ მბათა-როუ, ტატიანა მასლანი, ჯინა როდრიგესი, ოლივია კუკი და ბენ პაული.[72][73] ჯიმი ვი აირჩიეს R2-D2-ის როლზე, 2016 წლის აგვისტოში გარდაცვლილი კენი ბეიკერის შემდეგ.[74][75]
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია ლონდონთან Pinewood Studios-ში.[76][77] 2015 წლის სექტემბერში. თავდაპირველად გადაღებები, ამინდის კარგი პირობების გამოყენებით, მიმდინარეობდა სკელიგ-მაიკლზე.[78] 2015 წლის ნოემბრის ინტერვიუში Wired-თან აბრამსმა განაცხადა, რომ სცენარზე მუშაობა დასრულებული იყო.[79] 2015 წლის დეკემბერშ ცნობილი გახდა, რომ ჰემილი,[80] აიზეკი,[81] კრისტი[82] და ბოიეგა დაბრუნდნენ პროექტში ლუკ სკაიუოკერის, პო დემერონის, კაპიტან ფაზმას და ფინის როლებში.[83] 2015 წლის 17 დეკემბერს, ლონდონში გამართულ „ძალის გამოღვიძების“ პრემიერაზე კენედიმ გამოაცხადა, რომ მსახიობთა გუნდის დიდი ნაწილი VIII ეპიზოდში დაბრუნდებოდა.[84] 2016 წლის 20 იანვარს Lucasfilm-მა და Disney-მ გამოაცხადეს, რომ ფილმის გამოსვლა გადაიდებოდა 2017 წლის 15 დეკემბრისთვის.[85] ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის თებერვალში.[86] დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა დუბროვნიკში, 2016 წლის 9–16 მარტს[87][88], ისევე, როგორც ირლანდიაში.[89] ძირითადი გადაღებები დასრულდა 2016 წლის ივლისში.[90][91][92] 2016 წლის 27 დეკემბერს კერი ფიშერი გარდაიცვალა რამდენიმე დღით ადრე მომხდარი გულის შეტევის შედეგად. იმ დროისთვის მან დაასრულა გენერალ ლეია ორგანას მონაწილეობით სცენების გადაღება.[93] 2017 წლის 23 იანვარს დადასტურდა, რომ ფილმი გამოვიდოდა 15 დეკემბერს, ხოლო სახელწოდება იქნებოდა „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[94]
2014 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ ჯონსონი წერდა IX ეპიზოდის სიუჟეტს[62], თუმცა 2017 წლის აპრილისთვის ცნობილი გახდა, რომ სცენართან შეხება არ ჰქონია.[95]. 2015 წლის აგვისტოში კოლინ ტრევოროუ დაინიშნა ფილმის რეჟისორად.[96] ტრევოროუ, დერეკ კონოლისთან ერთად, მუშაობდა სცენარზე.[97] 2016 წლის 10 თებერვალს Disney-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა გამოაცხადა, რომ ფილმის წარმოების წინა ეტაპი დაიწყო.[86] ოპერატორი ჯონ შვარცმანი გადაღებებისას აპირებს 65 მმ ფირის გამოყენებას.[98] 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მედიასაშუალებებმა გამოაცხადეს, რომ ეპიზოდში კერი ფიშერი კვლავ განასახიერებდა საკუთარ პერსონაჟს.[99][100][101] 2017 წლის იანვარში Lucasfilm-მა დაადასტურა, რომ ფიშერის ასლს ფილმისთვის ციფრულად არ შექმნიდა.[102] კეთლინ კენედიმ 2017 წლის აპრილში დაადასტურა, რომ კერის გმირი არ იქნებოდა ეპიზოდის მონაწილე.[103] 2017 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სცენარზე ხელახლა იმუშავებდა ჯეკ თორნი.[104]
2017 წლის 5 სექტემბერს Lucasfilm-მა გამოაცხადა, რომ ტრევოროუ აღარ იქნებოდა ფილმის რეჟისორი.[105][106] ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აბრამსი დაბრუნდებოდა როგორც რეჟისორი. იგი აგრეთვე მუშაობს სცენარზე კრის ტერიოსთან ერთად, ხოლო ფილმს აწარმოებს მისი კომპანია Bad Robot Productions, კენედის და მიშელ რეივანის თანამონაწილეობით.[42][107]
ძირითადი გადაღებები დაიწყება 2018 წლის ივნისში.[108] ფილმი გამოვა 2019 წლის 20 დეკემბერს, სანაცვლოდ მანამდე დაგეგმილი 24 მაისის.[41][109]
ფილმი | Rotten Tomatoes | Metacritic | CinemaScore |
---|---|---|---|
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება | 93% (378 მიმოხილვა)[110] | 81 (54 მიმოხილვა)[111] | A[112] |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი | 91% (340 მიმოხილვა)[113] | 86 (54 მიმოხილვა)[114] | A[112] |
საშუალოდ | 92% | 84 | A |
ფილმი | აშშ-ში გამოსვლის თარიღი | შემოსავალი კინოგაქირავებიდან | ყველა დროის საერთო პოზიცია | ბიუჯეტი | წყ. | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
აშშ და კანადა | სხვა ტერიტორიები | მსოფლიო | აშშ და კანადა | მსოფლიო | ||||
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება | 18 დეკემბერი, 2015 | მილიონი 936.7 | მილიარდი 1.132 | მილიარდი 2.068 | 1 | 3 | 245 მილიონი | [115] |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი | 15 დეკემბერი, 2017 | 533.1 მილიონი | 523.3 მილიონი | 1.056 მილიარდი | 7 | 22 | 200 მილიონი | [116][117] |
სულ | 1.469 მილიარდი | 1.655 მილიარდი | 3.124 მილიარდი | 445 მილიონი |
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url=
(დახმარება); დაიგნორებულია |section=
(დახმარება)