ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
37°33′22″ ჩ. გ. 77°28′30″ დ. გ. / 37.55611° ჩ. გ. 77.47500° დ. გ. | |
დაარსდა | 1934 წლის 27 მარტი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | რიჩმონდი |
ექსპონატი | 22,000 |
დირექტორი | ალექს ნიერგესი |
ოფიციალური საიტი | https://www.vmfa.museum/ |
ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Virginia Museum of Fine Arts) — საჯარო ხელოვნების მუზეუმი რიჩმონდში, ვირჯინია, შეერთებული შტატები, რომელიც გაიხსნა 1936 წელს. მუზეუმი ეკუთვნის ვირჯინიის თანამეგობრობას. კერძო შემოწირულობები, ფონდები და სახსრები გამოიყენება კონკრეტული პროგრამების მხარდასაჭერად და ხელოვნების ნიმუშების შესაძენათ, ასევე დამატებითი ზოგადი მხარდაჭერისთვის.[1]
მუზეუმის კოლექცია მოიცავს აფრიკულ ხელოვნებას, ამერიკულ ხელოვნებას, ბრიტანულ სპორტულ ხელოვნებას, ფაბერჟეს და ჰიმალაის ხელოვნებას.[2] მუზეუმში შედის ლესლის ჩიკის თეატრი. ის აშენდა 1955 წელს, როგორც 500 ადგილიანი თეატრი ხელოვნების მუზეუმში და მასპინძლობდა სპეციალურ პროგრამებს ცეკვას, კინოსა და მუსიკაში. უწყვეტი ფინანსური პრობლემების გამო, თეატრი დაიხურა 2002 წელს. განახლების შემდეგ, იგი კვლავ გაიხსნა 2011 წელს, როგორც მუზეუმის ნაწილი.
ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმი სათავეს იღებს 1919 წლიდან. მუზეუმს პირველად ვირჯინიის თანამეგობრობისთვის 50 ნახატი შემოსწირა მოსამართლე ჯონ ბარტონ პეინმა. დიდი დეპრესიის დროს, პეინი თანამშრომლობდა ვირჯინიის გუბერნატორ ჯონ გარლანდ პოლარდთან, რათა მოეპოვებინა დაფინანსება ფედერალური სამუშაოების პროექტების ადმინისტრაციისგან პრეზიდენტ ფრანკლინ დ. რუზველტთან ერთად. მას სურდა გაეზარდა სახელმწიფო დაფინანსება და დაეარსებინა სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი 1932 წელს.[3]
მუზეუმის ადგილი შეირჩა რიჩმონდის ბულვარში. მთავარი შენობა დაპროექტებულია Peebles-სა და Ferguson Architects– ის მიერ. მშენებლობა დაიწყო 1934 წელს.[4] თავდაპირველად დაგეგმილი იყო ორი ფრთა, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ცენტრალური ნაწილი აშენდა.[4] მუზეუმი გაიხსნა 1936 წლის 16 იანვარს.
1947 წელს მუზეუმს გადაეცა ლილიან ტომას პრატის კოლექცია 150 სამკაულით, რომელიც შექმნილია პიტერ კარლ ფაბერჟეს მიერ. აქ განთავსებული იყო ფაბერჟეს კვერცხების ყველაზე დიდი საჯარო კოლექცია რუსეთის ფარგლებს გარეთ.[5] იმ წელს მუზეუმმა ასევე მიიღო ,,ქეითსბი ჯონსის თანამედროვე ხელოვნების კოლექცია". შემდგომი შემოწირულობები 1950-იან წლებში ეკთვნით ადოლფ დ. უილიამსს, უილკინსი სი უილიამსსა და არტურ და მარგარეტ გლაზგოვისებს.
1948 წელს ლესლი ჩიკ უმცროსი აირჩა მუზეუმის დირექტორად. ის მუზეუმს ხელმძღვანელობდა 1968 წლამდე.[6] ამ ათწლეულების განმავლობაში მან შემოიტანა მრავალი ინოვაცია. მის ნეკროლოგში ნიუ-იორკ ტაიმზში ნათქვამია, რომ მან ,,მუზეუმი გადააქცია პატარა ადგილობრივი გალერეიდან მსოფლიოში ცნობილ კულტურულ ცენტრად."[7] 1953 წელს ჩიკმა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი "არტმოობილი", მობილური ტრაქტორი - მისაბმელი, რომელიც ექსპონატების წაღებას და გადაადგილებას უზრუნველჰყოფდა სხვადასხვა რაიონში (სანამ მუზეუმის გალერეები შეიქმნებოდა შორეულ რაიონებში).[8]
ჩიკი მუშაობდა თავის კურატორებთან და დიზაინერებთან ერთად, რათა შემოეღოთ თეატრალური ელემენტები, როგორიცაა ხავერდოვანი ფარდა ფაბერჟეს კოლექციისთვის, საფლავის მსგავსი კედლები მუზეუმის ეგვიპტური გამოფენისთვის და მუსიკის გამოყენებით განწყობის შექმნა. გალერეები. [9][10][11] მუზეუმის, როგორც კულტურული ცენტრის გასაძლიერებლად, ჩიკმა მოიპოვა თეატრის მშენებლობის დამტკიცება, რომელიც გამოიყენება მუზეუმისა და საზოგადოებების გარეთ ცეკვის, მუსიკისა და კინოს წარმოდგენებისთვის. ჩიკმა ზედამხედველობა გაუწია პირველ დამატებით მინაშენიანებას, რომელიც დაიწყო 1954 წელს.
მეორე დამატება, სამხრეთი ფრთა, შეიქმნა რიჩმონდის Baskervill & Son Architects– ის მიერ და დასრულდა 1970 წელს. მასში წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი მუდმივი გალერეა და დიდი გალერეა დროებითი გამოფენებისთვის, ასევე ახალი ბიბლიოთეკა, ფოტოგრაფიის ლაბორატორია, ხელოვნების შესანახი ოთახები და პერსონალის ოფისები.
მესამე დამატება, რომელიც ცნობილია როგორც ჩრდილოეთის ფრთა, შეიქმნა Hardwicke Associates, Inc-ის მიერ და დასრულდა 1976 წელს. იგი მოიცავდა მიმდებარე სკულპტურულ ბაღს კასკადური შადრევნით, შექმნილი არქიტექტორის - ლოურენს ჰალპრინის მიერ.[12] ჩრდილოეთ ფრთა შეიქმნა, როგორც მუზეუმის ახალი მთავარი შესასვლელი, თეატრისთვის დამატებული ცალკე შესსვლელით. მან უზრუნველყო კიდევ სამი გალერეა - ორი დროებითი გამოფენებისთვის და ერთი ლუისის ოჯახის არტ ნუვოს კოლექციისთვის, ასევე განთავსებული იყო საჩუქრების მაღაზია, სასადილო ოთახი და სხვა სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები. თუმცა, ჩრდილოეთ ფრთის ,,თირკმლის ფორმის" დიზაინის მოხრილი კედლები ფუნქციურად უხერხული და არაპრაქტიკული აღმოჩნდა და მოგვიანებით შეიცვალა. 1976 წლის ფრთები და ქანდაკებების ბაღი დაანგრიეს, რათა ადგილი ჰქონოდა 2010 წლის მაკგლოტლინის ფრთას.
1985 წლის დეკემბერში მუზეუმში აშენდა მეოთხე დამატება, დასავლეთ ფრთა - 90,000 კვადრატული ფუტი (8,400 მ 2).[13]