ვიქტორია კენედი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ვიქტორია ენი რეჯი |
დაბადების თარიღი |
26 თებერვალი, 1954 ლუიზიანა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | ტულანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, დიპლომატი |
პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) | გრირ რაკლინი (1981-1990); ტედ კენედი (1992-2009) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ვიქტორია ენი კენედი (ინგლ. Victoria Anne Kennedy; დ. 26 თებერვალი, 1954)[1] — ამერიკელი დიპლომატი, ადვოკატი და აქტივისტი, რომელიც 2022 წლიდან მსახურობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ავსტრიაში. ამერიკელი სენატორის ტედ კენედის მეორე ცოლი.
ექვსი შვილიდან მეორე, ვიქტორია ენ რეჯი დაიბადა კროულიში, აკადიას სამრევლოში, სამხრეთ-დასავლეთ ლუიზიანაში. მისი მამა, ედმუნდ რეჯი, ლუიზიანელი მოსამართლე და ბანკირი იყო; დედამისი, დორის ენ ბუსტანი, იყო დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წევრი.[2] რეჯი წარმოშობით ლიბანელია; მისი ბებია და ბაბუა იყვნენ ლიბანელი მარონიტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ემიგრირდნენ და მოგვიანებით ლუიზიანას შტატში დასახლდნენ. რეჯის ბებია და ბაბუა ადგილობრივი რომის კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ, მოგვიანებით კი მათი შვილები ბიზნესსა და პოლიტიკაში ჩაერთნენ.
რეჯის ოჯახი საზოგადოების მაღალ ფენას განეკუთვნებოდა. გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომელიც მუდმივად იყო ჩართული პოლიტიკასა და პოლიტიკურ კამპანიებში. დროთა განმავლობაში, ჯონ კენედი დამეგობრდა რეჯების ოჯახთან.[3] დედამისმა ლუიზიანას დელეგატმა 1980 წლის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე ხმა ტედ კენედის მისცა.
ვიქტორია რეჯი სწავლობდა სამრევლო სკოლებში და იყო საკმაოდ კარგი სტუდენტი. მოგვიანებით, სწავლობდა ნიუკომბის კოლეჯში, ტულანის უნივერსიტეტში, ახალ ორლეანში, სადაც მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში. იქ სწავლისას, აირჩიეს ფი ბეტა კაპას თანამდებობაზე და იყო კაპა ალფა თეტას პრეზიდენტი. 1979 წელს მიიღო იურიდიული დოქტორის ხარისხი ტულანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან. ტულანში სწავლისას იყო Tulane Law Review-ის წევრი.
სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, რეჯი მსახურობდა მოსამართლე რობერტ არტურ სპრეჩერთან, ჩიკაგოში, მეშვიდე ოლქის აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში. როგორც ადვოკატი, იგი სპეციალიზებულია საბანკო სამართალში.
მოხსენებებში ნათქვამია, რომ სენატორმა კენედიმ გამოთქვა სურვილი, რომ მის მეუღლეს, რეჯი კენედის დაეკავებინა მისი თანამდებობა,[4]
მისი გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ სენატორის პოსტზე მას დანიშნავდა მაშინდელი გუბერნატორი დევალ პატრიკი, მაგრამ თავად ვიქტორიამ თქვა უარი ამ თანამდებობაზე, ხოლო გუბერნატორმა სენატორად[5][6][7] პოლ ჯი კირკი დანიშნა. ზოგიერთი დემოკრატი ჩინოვნიკი იმედოვნებდა, რომ იგი დათანხმდებოდა სენატის პოზიციაზე კენჭისყრაში მონაწილეობას, რათა გაეგრძელებინა ქმრის საქმე, მაგრამ მან კვლავ უარი თქვა და აღნიშნულ პოზიციაზე სანაცვლოდ მხარი დაუჭირა მართა კოკლის.[8] 2012 წლის კენჭისყრაში ვიქტორიამ უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე, [9] ხოლო თანამდებობა დაიკავა ელიზაბეტ უორენსმა, რომელმაც დაამარცხა ბრაუნი 2012 წლის ნოემბერში. [10]
სენატორის გარდაცვალების შემდეგ, კენედი ლაპარაკობდა გამოსაშვებ ცერემონიებზე და მიიღო საპატიო წოდებები ბოსტონის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან, ლესლის უნივერსიტეტიდან და მერილენდის უნივერსიტეტიდან.[11][12] სიტყვით გამოვიდა კეიპ კოდში მდებარე ჰარვიჩის საშუალო სკოლის 2010 წლის დამამთავრებელი კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე. [13] [14]
2013 წლის კედარ-სინაის ქალთა გილდიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რეჯი კენედიმ მიიღო ჯილდო, „21-ე საუკუნის ქალი“. [15][16]
2014 წლის თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიქტორია შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურის გუბერნატორად დაასახელა.
არის „კათოლიკე დემოკრატების“ საბჭოს წევრი და დაწერა წინასიტყვაობა მათი 2009 წლის წიგნისთვის სახელწოდებით, „კათოლიკური საქმე ობამასთვის“.
2021 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენედი ავსტრიაში სრულუფლებიან ელჩად წარადგინა. ივნისის შუა რიცხვებში ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის ოფისში კენედის დანიშვნაზე აუცილებელი „შეთანხმება“ გაფორმდა.[17] 2021 წლის 5 ოქტომბერს მისი კანდიდატურის მოსმენა გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე. 2021 წლის 26 ოქტომბერს კენედი დაამტკიცა სენატმა ხმოვანი კენჭისყრით.[18] ვენაში ჩავიდა 2022 წლის 7 იანვარს.[19]
მისი პირველი მეუღლე, გრიერ კ. რაკლინი, ტელეკომუნიკაციების ადვოკატი,[20] მაშინ გაიცნო, როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ ევერეტ მაკკინლი დირკსენის ფედერალურ სასამართლოში, რაკლინი მოგვიანებით გახდა Charter Communications-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი სენტ ლუისში, მისურში. მათი ქორწილი შედგა 1981 წელს, ეკლესიაში.
ქორწინების შემდეგ, წყვილი საცხოვრებლად გადავიდა ვაშინგტონში, სადაც იგი მუშაობდა Keck, Mahin & Cate-ისთვის.[21]
რეჯის და რაკლინს ჰყავდათ ორი შვილი, კურანი (დ. 1982 წელს) და ქეროლაინი (დ. 1985 წელს). ისინი განქორწინდნენ 1990 წელს.[2][22] განქორწინების შემდეგ მას ორი მცირეწლოვანი შვილი აღსაზრდელად დარჩა.