ვლადიმერ მარღანია

ვლადიმერ მარღანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ ჩიჩინოს ძე მარღანია[1][2]
დაბადების
თარიღი
8 თებერვალი, 1928
დაბადების
ადგილი
დრანდა,
გულრიფშის რ-ნი,
აფხაზეთის სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
6 სექტემბერი, 1958 (30 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
აძუბჟა,
ოჩამჩირის რ-ნი,
აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1945 დინამო სოხუმი
1946 შახტიორი სტალინო 5
1947–1958 დინამო თბილისი 212
ეროვნული ნაკრები
1952 საბჭოთა კავშირი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვლადიმერ მარღანია (დ. 8 თებერვალი, 1928, დრანდა, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი — გ. 6 სექტემბერი, 1958, აძუბჟა, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა სოხუმის „დინამოს“, სტალინოს „შახტიორის“, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952).

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1945 წელს. თბილისში გადმოსვლამდე თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ და სტალინოს „შახტიორის“ შემადგენლობაში. თბილისის „დინამოში“ ასპარეზობისას (1947–1958) ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 212 შეხვედრა. არის საბჭოთა კავშირის პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სამჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად. ვლადიმერ მარღანია 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.[2]

სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4][კომ. 1]

გამოირჩეოდა სანიმუშო რეაქციითა და ეფექტური ნახტომებით. ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ.[5][კომ. 2][6][კომ. 3]

1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ვლადიმერ ჩიჩინოს ძე მარღანია დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[1][7]

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ვლადიმერ მარღანია 380 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[8][9]

გაზ. „ლელო“, 12 ოქტომბერი, 1951
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1951, 1953
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1950
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956
33 საუკეთესო
  • №3: 1950, 1951, 1953
  • მამულაშვილი, ვასილ, დიდი ფეხბურთის მოედნებზე, თბ.: საბლიტგამი, 1957. — გვ. 127–130, 276. 312 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
  2. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი — ვლადიმერ მარღანია 1928 წელს დაიბადა. დინამოში ასპარეზობისას (1947–1958 წლებში) ჩაატარა 212 შეხვედრა. არის სსრ კავშირის პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების პრიზიორი. ორჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად. 1958 წელს ვლადიმერ მარღანია 30 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი.
  3. გაზეთმა „ლელომ“ გამოაქვეყნა რა ნეკროლოგი ვლადიმერ მარღანიაზე, წერდა: „არ ყოფილა შემთხვევა თბილისის „დინამოს“ მეკარეს ჩაედინოს რაიმე უტაქტო საქციელი ან უხეშად ეთამაშოს ვინმეს წინააღმდეგ. ბორის პაიჭაძის მსგავსად, მასაც არასდროს მიუღია არათუ გაფრთხილება, არამედ სიტყვიერი შენიშვნაც კი მსაჯებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ მოედნიდან გაძევებაზე“. ავტორი: დემურ ტორაძე.
  1. 1.0 1.1 ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 05.09.1956, № 73 (983), გვ. 1.
  2. 2.0 2.1 ნეკროლოგი. ვ. ჩ. მარღანია // „ლელო“, 11.09.1958, № 109 (1279), გვ. 4.
  3. 33 лучших футболистов сезона в СССР
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  5. ვლადიმერ მარღანია. fcdinamo.ge
  6. ტორაძე, დემურ. ვლადიმერ მარღანიას გახსენება // „ლელო“, 22 იანვარი, 2002
  7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  8. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  9. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-05-04.