ზურნაზენ მუსტაფა-ფაშა | |
---|---|
Zurnazen Mustafa Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მარტი, 1656 |
მმართ. დასასრული: | 5 მარტი, 1656 |
წინამორბედი: | გაზი ჰუსეინ-ფაშა |
მემკვიდრე: | აბაზა სიავუშ-ფაშა I |
სულთანი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 1666 |
გარდ. ადგილი: | არზრუმი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ზურნაზენ მუსტაფა-ფაშა (თურქ. Zurnazen Mustafa Paşa; დ. უცნობია — გ. არზრუმი, ოსმალეთის იმპერია, 1666) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ალბანელი, კაპუდან-ფაშა 1655-1656 წლებში, დიდი ვეზირი 1656 წლის 5 მარტს, 4 საათით. მასზე მცირე ხანს დიდი ვეზირის ბეჭედი არავის ჰკეთებია.
ზოგიერთ წყაროში მისი სახელი ამოღებულია ვეზირების სიიდან. 1650-იან წლებში მართავდა ქარამანისა და სილიფკეს სანჯაყებს. 1656 წელს, სულთან მეჰმედ IV-მ დიდი ვეზირის ბეჭედის მისაღებად მომავალი გაზი ჰუსეინ-ფაშას ნაცვლად დანიშნა დიდ ვეზირად, მაგრამ აჯაყნების შემდეგ, დაახლოებით 4 საათში მოუწია თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ მას ჩააბარეს არზრუმის სანჯაყი, სადაც 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, 1666 წელს გარდაიცვალა.