ილია ტოლსტოი

ილია ტოლსტოი
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1866(1866-05-22)[1]
დაბადების ადგილი იასნაია-პოლიანა
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 1933(1933-12-11)[1] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-ჰეივენი
ფსევდონიმი Il'ja Dubrovskij[2]
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, school teacher და სამხედრო
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აშშ
მეუღლე Sofya Tolstaya
შვილ(ებ)ი Vladimir Tolstoy და I. I. (Ilʹi︠a︡ Ilʹich) Tolstoĭ
ნათესავ(ებ)ი ნიკიტა ტოლსტოი

ილია ტოლსტოი (რუს. Илья Львович Толстой, დ. 22 მაისი, 1866, იასნაია-პოლიანა — გ. 11 დეკემბერი, 1933, ნიუ ჰევენი) — რუსი მწერალი, ჟურნალისტი და მასწავლებელი. ლევ ტოლსტოის ვაჟი.

ილია ტოლსტოი დაიბადა 1866 წლის 22 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალინ ნიჭიერი ბავშვი იყო, საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია და სუმის დრაგუნის პოლკში სამხედრო სამსახურში შევიდა. 1888 წელს იგი დაქორწინდა სოფია ფილოსოფოვაზე. მონაცვლეობით მუშაობდა საჯარო მოხელედ, ბანკის თანამშრომელად, რუსეთის სოციალური დაზღვევის კომპანიის აგენტად და კერძო საკუთრების ლიკვიდაციის აგენტად. მე-20 საუკუნის დასაწყისში ილია ტოლსტოიმ კალუგაში სახლი იყიდა ქალაქის ცენტრში და ცოლ-შვილთან ერთად იქ დასახლდა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის როგორმე გაუმჯობესების მიზნით, 1909 წელს ილიას მეუღლე სოფია სამუშაოდ წავიდა სალოვაში, გოგონების კერძო გიმნაზიაში, სადაც ხელმძღვანელობდა გოგონების გუნდს III–V კლასებში.[3] პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა წითელ ჯვარში. ცდილობდა ჟურნალისტი გამხდარიყო და 1915 წელს დააარსა გაზეთი „ახალი რუსეთი“.

1916 წელს ილია ტოლსტოიმ დატოვა რუსეთი და გაემგზავრა აშშ-ში. ამერიკაში დაქორწინდა თეოსოფისტ ნადეჟდა კატულსკაიაზე. საარსებო წყაროს შოულობდა ლევ ტოლსტოის შემოქმედებისა და მსოფლმხედველობის შესახებ ლექციების წაკითხვით და მონაწილეობა მიიღო რომანების „ანა კარენინასა“ და „აღდგომის“ კინოადაპტაციებში, რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 1923 წელს მან მიწა იყიდა საუთბერის გარეუბანში, კონექტიკუტის შტატში, სადაც მოგვიანებით დააარსა დასახლება რუსი მწერლების, მხატვრებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც ცნობილია როგორც ჩურაევკა.

ილია ტოლსტოი გარდაიცვალა 1933 წლის 11 დეკემბერს ნიუ-ჰევენში, კონექტიკუტის შტატში.

ილია ტოლსტოის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს მემუარებს სახელწოდებით „ჩემი მოგონებები“.[4] შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მან მემუარები ინგლისურ ენაზე თარგმნა. „მამის აზრით, ყველა შვილს შორის, ილია იყო ყველაზე ნიჭიერი ლიტერატურის მიმართულებით..მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიჭიერესი წიგნის მემუარების გარდა, ის არის მრავალი სტატიისა და მოთხრობის ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთი, „ერთი ნაძირალით ნაკლები“, ტოლსტოიმ მიიჩნია შესანიშნავად“[5] — აღნიშნავს ლეო ტოლსტოის შვილიშვილი ს. ტოლსტოი თავის წიგნში „ტოლსტოის შვილები“.

პირველ ქორწინებაში (1888 წლის 28 თებერვლიდან) იყო სოფია ფილოსოფოვასთან (1867-1934). მათი შვილები არიან:

მეორე ქორწინებაში (1920 წლიდან) იყო ნადეჟდა კატულსკაიასთან (პირველი ქმრი პარშინა).

  • Скончался граф Илья Львович Толстой // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1933.— 13 декабря (№ 7626).— С. 1: портр.
  • Агафонов Е. Мой портрет Ильи Львовича Толстого // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1933.— 14 декабря (№ 7627).— С. 2, 3.
  • Гребенщиков Г. Из жизни Ильи Львовича Толстого: (Из писем с Помперага) // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1933.— 19 декабря (№ 7632).— С. 2.
  • Словцов Р. Воспоминания И. Л. Толстого // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1934.— 2 сентября (№ 7888).— С. 8.
  • Толстая А. Первые шаги в Америке // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1975.— 30 марта (№ 23590).— С. 7; 6 апреля (№ 23596).— С. 3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Czech National Authority Database
  3. В калужском ресторане обидели сына Толстого. ციტირების თარიღი: 2013-03-12
  4. Lib.ru/Классика: Толстой Илья Львович. Мои воспоминания. az.lib.ru. ციტირების თარიღი: 2017-12-05
  5. Илья Львович Толстой / Лев Толстой. tolstoy.ru. ციტირების თარიღი: 2017-12-05