ინონგე ვინა | |
---|---|
ინგლ. Inonge Wina | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1941 (84 წლის) |
დაბადების ადგილი | სენანგა, ჩრდილოეთი როდეზია |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | ზამბიის უნივერსიტეტი და სანტა მონიკას კოლეჯი |
ინონგე ვინა (ინგლ. Inonge Wina; დ. 2 აპრილი, 1941) — ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის ვიცე-პრეზიდენტი 2015 წლიდან. პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[1]
დაიბადა 1941 წლის 2 აპრილს სოფელ სუიბუმბუში, სენანგის რაიონი, ჩრდილოეთი როდეზია.[2][3] დაამთავრა კოლეჯი ამერიკის ქალაქ სანტა-მონიკაში შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ზამბიის უნივერსიტეტში. აქვს სამეცნიერო ხარისხი ისტორიასა და სოციოლოგიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა მოხალისედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. 2001 წელს აირჩიეს ზამბიის პარლამენტის წევრად პატრიოტული ფრონტის სიით. 2015 წლის 26 იანვარს ზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ დანიშნა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად.[4][5] 2017 წლის მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვია მექსიკას.[6]
დაოჯახებული იყო არტურ ვინაზე, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 3 სექტემბერს.[7] 2020 წლის 19 აგვისტოს დაუდასტურდა COVID-19.[8]
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)