ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაიბარიენი Caibarién | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
პროვინცია | ვილია-კლარა | ||
კოორდინატები | 22°30′57″ ჩ. გ. 79°28′20″ დ. გ. / 22.51583° ჩ. გ. 79.47222° დ. გ. | ||
დაარსდა | 1832 | ||
ფართობი | 212 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||
მოსახლეობა | 38,064 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 88,9 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 42 | ||
კაიბარიენი (ესპ. Caibarién) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბუენა-ვისტას ყურის სიახლოვეს. სანაპიროზე არსებული თეთრი ქვიშიანი პლაჟის გამო ქალაქი ცნობილია როგორც ლა-ვილია-ბლანკა ანუ თეთრი ქალაქი. კაიბარიენი განთქმულია თავისი კარნავალებით. დაარსდა 1832 წელს, 1834 წელს ეწოდა კოლონია-დე-ვივესი, ხოლო 1837 წელს ქალაქმა აღიდგინა თავდაპირველი (კაიბარიენი) სახელწოდება. 1878 წლისათვის ქალაქში არსებობდა ეკლესიები, მაღაზიები და სკოლები. გამოდიოდა გაზეთი.
1879 წლის 1 იანვარს ხდება დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქის პირველი მერის მარტელოს პერიოდში შეიქმნა საქალაქო საბჭო. არის აეროპორტი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. თევზჭერა. კაიბარიენში არის ხე-ტყის სახერხი, შაქრისა და კონსერვის ქარხნები. რკინიგზითა და მაგისტრალით დაკავშირებულია ახლო მდებარე ქალაქ პლასეტასტან.
მუნიციპალიტეტის ფართობია 212 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 38,064 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 88,9 ადამიანს კმ²-ზე.
|