კოლონის სასაფლაო, ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის სასაფლაო (ესპ. Cementerio de Cristóbal Colón) — სასაფლაო კუბის დედაქალაქ ჰავანაში. მდებარეობს ჰავანის ისტორიულ რეგიონ ვედადოში, ესპადის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფართობი 57 ჰა. დაარსდა 1876 წელს.
სასაფლაო ცნობილია საფლავის ქვების სკულპტურებით და ძეგლებით, რომელთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.
1898-1899 სასაფლაოზე განისვენებდა ამერიკელი მეზღვაურების ნეშტი, რომლებიც დაიღუპნენ კრეისერ მენის აფეთქების შედეგად. შემდეგ მათი ნეშტი გადასვენებულ იქნა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე[1].