ლაიუვერსმერი | |
---|---|
ლაიუვერსმერის ტბა | |
კოორდინატები: 53°23′ ჩ. გ. 6°11′ ა. გ. / 53.383° ჩ. გ. 6.183° ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდი |
ლაიუვერსმერის ტბა (ნიდერლ. Lauwersmeer) — ტბა ჩრდილოეთ ნიდერლანდებში, გრონინგენისა და ფრისლანდიის პროვინციების საზღვარზე. ტბის ქვაბული ჩამოყალიბდა 1280 წელს[1] წყალიდიდობის შედეგად. სახელი ეწოდა მდინარე ლაიუვერსის მიხედვით, რომელიც ტბაზე გაედინება. 1849 წლიდან დაიწყო ლაიუვერსმერის დაშრობის ცდები. 1930-იან წლებში შემუშავებული რამდენიმე გეგმაც ჩაიშალა. 1954-1954 წლებში ტბის რაიონში დაფიქსირდა ძლიერი წყალდიდობა. 1958 წელს მიღებული კანონის შედეგად დაიწყო ჯებირების გამაგრების სამუშაოები ჩრდილოეთ ნიდერლანდებში, რის შედეგადაც ტბის რაიონში გაიყვანეს 13 კმ სიგრძის ჯებირი შლუზებითა და რაბით. ახალ ნავსადგურს ლაიუვერსოგი ეწოდა. ლაიუვერსმერი საბოლოოდ ვადენზეეს 1969 წლის 25 მაისს გამოეყო და მიიღო დამოუკიდებელი ტბის სტატუსი.[2][3] 2003 წლის 12 ნოემბერს ტბა გამოცხადდა ეროვნულ პარკად.[4]