ლევან III | |
---|---|
ოდიშის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1661 |
მმართ. დასასრული: | 1680 |
წინამორბედი: | ვამეყ III |
მემკვიდრე: | ლევან IV |
მეუღლე: |
თამარი, თინათინ ალექსანდრე მეფის ასული |
შვილები: | მანუჩარ |
დინასტია: | დადიანები |
მამა: | იესე დადიანი |
ლევან III დადიანი, იგივე შამადავლე — ოდიშის მთავარი 1661-1680 წლებში, ქართული ისტორიული წყაროების თანახმად „სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელი“.[1] ლევან II დადიანის ძმის, იესეს ძე. ტახტზე ავიდა ქართლის მეფის ვახტანგ V-ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივისცემად ლევანი დაირქვა. ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის ძმისშვილი თამარი. 1663 ლევან III დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფეს ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო. ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი. 1672 ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ჩამოეგდოთ ლევან III დადიანი და მთავრად თავიანთი კაცი დაესვათ. ლევან III დადიანი რუხის ციხეში ჩაიკეტა და ოსმალებმა მისი აღება ვერ მოახერხეს.
წინამორბედი: ვამეყ III |
ოდიშის მთავარი 1661-1680 |
შემდეგი: ლევან IV |
|