ლევან V | |
---|---|
![]() | |
ოდიშის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1805 |
მმართ. დასასრული: | 1840 |
წინამორბედი: | გრიგოლ დადიანი |
მემკვიდრე: | დავით დადიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1791 |
გარდ. თარიღი: | 1846 |
მეუღლე: | მართა წერეთელი |
შვილები: | დავით დადიანი, გრიგოლ დადიანი |
დინასტია: | დადიანები |
მამა: | გრიგოლ დადიანი |
დედა: | ნინო, გიორგი XII-ის ასული |
ლევან V დადიანი (დ. 1791 — გ. 1846) — ოდიშის მთავარი 1805-1840 წლებში.
მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარ ქეილაშ შარვაშიძეს, რომლისგანაც მისი განთავისუფლება 1805 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. 1805 წელს, როდესაც გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა, ლევან V დადიანის მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისაგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო. 1811 წლიდან ლევან V დადიანი უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 წელს მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 წელს იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-1820 წლებში - იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა რუსეთს აფხაზეთის სამთავროში ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 წელს ლევან V დადიანმა შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840-მდე მართავდა. მის დროს, 1830 წელს, ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 წელს უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა.
ცოლად ჰყავდა იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი — მართა წერეთელი.
|