![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან ქიტესას ძე თედიაშვილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მეტსახელ(ებ)ი | დიდი ტედი[1][2] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 15 მარტი, 1948 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 2024 (75 წლის) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 182 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 82–100 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
![]() ![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „განთიადი“ (თბილისი) „ლოკომოტივი“ (თბილისი) „დინამო“ (თბილისი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი |
ივანე მეკოკიშვილი ვახტანგ ბალავაძე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო — გ. 17 თებერვალი, 2024) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.[3]
ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.[4]
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.[5]
1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
გარდაიცვალა 2024 წლის 17 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[6] დაკრძალულია საგარეჯოში.[7]
საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ლევან თედიაშვილი 1976 წლის საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[8]
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|