თბილისის „დინამოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან კაკუბავა | ||
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სამტრედია | ||
ნომერი | 24 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005-2008 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2008 | → ბორჯომი (იჯარით) | 9 | (0) |
2008-2013 | დინამო თბილისი | 69 | (3) |
2013-2014 | მეტალურგი რუსთავი | 11 | (1) |
2014 | სპარტაკი ცხინვალი | 14 | (1) |
2014 | ომონია ნიქოზია | 0 | (0) |
2014- | სამტრედია | ||
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008-2009 | საქართველო 19 წლ. | 6 | (1) |
2009-2011 | საქართველო 21 წლ. | 13 | (0) |
2010- | საქართველო | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 სექტემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2014 |
ლევან კაკუბავა (დ. 10 ოქტომბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ცენტრალური მცველი.
კარიერის დიდი ნაწილი გაატარა თბილისის „დინამოში“, 2011 წლის ოქტომბერში ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა, გამოკვლევის შედეგად მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა,[1] რის გამოც რამდენიმე თვე თამაში ვერ შეძლო. 2013-2014 წლების სეზონი რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ზამთრის სატრანფერო ფანჯრისას ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა.[2] 2014 წლის ივნისში ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა.[3][4] კვიპროსულ კლუბში თამაშის შანსი არ მიეცა,[5] რის გამოც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა,[6] რის შემდეგაც ისევ საქართველოში დაბრუნდა და კარიერას საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ აგრძელებს.[7]
გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრია. 2014 წლის 5 მარტს გასამართი მატჩისთვის ლიხტენშტაინის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ გუნდს ტრავმების გამო ნიკოლოზ გელაშვილი (აღდამის „ყარაბაღი“) და ლევან მჭედლიძე („ემპოლი“) გამოაკლდა, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით გუნდს ლევან კაკუბავა და ვლადიმერ დვალიშვილი შეუერთდნენ.[8]
|