ლევან კოღუაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.
ლევან კოღუაშვილი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1973 (1973-03-18) (52 წლის)
დროშა: საქართველო საქართველო, თბილისი
განათლება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ბაკალავრიატი),

ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (მაგისტრატურა),
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 2004-დღემდე

ლევან კოღუაშვილი (დ. 18 მარტი, 1973, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. ცნობილი გახდა ფილმით - ქუჩის დღეები[1]

ლევან კოღუაშვილი 1991 წელს სწავლობდა კინოწარმოებას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში ომის დაწყების გამო, სწავლის დამთავრება ვერ მოახერხა და დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად ტელეკომპანია "იბერვიზიაში". იყო საინფორმაციო გადაცემა "მონიტორისა" და "დაიჯესტ მონიტორის" ჟურნალისტი, შემდგომში კი - წამყვანი და რეჟისორი.1994 წელს პირველ სატელევიზიო ფესტივალ "მანაზე" მიიღო პრიზი საუკეთესო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემისათვის.[2] 1995-1999 წლებში სწავლობდა კინორეჟისურას მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (მარლენ ხუციევის სახელოსნო).[3] 2007 წელს დაამთავრა ტიშის ხელოვნების სკოლის სამაგისტრო კინოს პროგრამა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.[4]

ლევან კოღუაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, ვალი (2005), მოიპოვა მრავალი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე და იყო 2006 წლის სანდენსის კინოფესტივალის ოფიციალურ შერჩევაში. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა, მამა და შვილი (2003) და ქალები საქართველოდან (2008) ასევე მიიღეს მონაწილეობა მრავალ კინოფესტივალზე და დაჯილდოვდნენ პრიზებით.

მისი პირველი მხატვრული ფილმი ქუჩის დღეები (2010) საერთაშორისო წარმატება იყო. ფილმის პრემიერა შედგა როტერდამის კინოფესტივალის Tiger Award კონკურსში 2010 წელს და ბევრი კრიტიკოსისგან განიხილებოდა, როგორც თანამედროვე ქართული კინოს ახალი ტალღის დასაწყისი.

2013 წელს ლევან კოღუაშვილმა გადაიღო თავისი მეორე ნარატიული ფილმი შემთხვევითი პაემნები, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიიღო მრავალი საფესტივალო ჯილდო.

2016 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი გოგიტას ახალი ცხოვრება. ფილმმა მიიღო IDFA ნომინაცია საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში და ნაჩვენები ფესტივალებზე მსოფლიოს გარშემო.[4]

2021 წელს გამოსული რეჟისორის მესამე მხატვრული ფილმი მეოთხე ბრაიტონი ტრაიბეკას კინოფესტივალის სამი ჯილდოს მფლობელი გახდა და მოიპოვა საყოველთაო აღიარება მსოფლიო მასშტაბით.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.imdb.com/name/nm1936947/
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Georgian Cinema - ლევან კოღუაშვილი ქართული. ქართული კინო.
  3. 3.0 3.1 კერესელიძე, მ. ; ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციაკოღუაშვილი ლევან გიორგის ძე ქართული. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  4. 4.0 4.1 Daniélou, Laurent (2021). BRIGHTON 4TH - A film by Levan Koguashvili (English). Loco Films, გვ. 5. 
  5. გაფრინდაშვილი, ეკატერინე. (2021)ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერი პირველი არხია, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი მოიპოვა ქართული. პირველი არხი.
  6. ბუხრაშვილი, თათია. ლევან კოღუაშვილის ფილმის პროექტმა „გურია“ (თხილი) ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მიიღო ქართული. პირველი არხი.
  7. გაბედავა, მარიამ. (2022)#OK! პანდემია ქართულად…. OK! Magazine.