ლეილა გიუვენი

ლეილა გიუვენი
თურქ. Leyla Güven
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1964(1964-05-06) (60 წლის)
დაბადების ადგილი Cihanbeyli
მოქალაქეობა  თურქეთი
პროტესტი ლეილა გიუვენის შიმშილობის დროს

ლეილა გიუვენი (თურქ. Leyla Güven, დ. 6 მაისი, 1964, ჯიხანბეილი) — თურქი მემარცხენე პოლიტიკოსი, სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) წევრი ჰაკარიდან, დემოკრატიული საზოგადოების კონგრესის თანათავმჯდომარე და ვირანშეჰირის ყოფილი მერი მუნიციპალიტეტ შანლიურფაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, სადაც იგი წარმოადგენდა ყოფილ დემოკრატიული საზოგადოების პარტიას (DTP).

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მეშვიდე და უმცროსი შვილი ქურთების ოჯახში, გიუვენმა დადო საქორწინო შეთანხმება, ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც მან მარტო გაზარდა.[1] 1980 წელს ოჯახური მიზეზების გამო საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, 1985 წელს კი თურქეთში დაბრუნდა.[2] 1994 წელს მან დააარსა სახალხო დემოკრატიული პარტიის (HADEP) კონიას ფილიალი.[1] ის მუშაობდა HADEP-ის პროვინციული ქალთა ფილიალის თავმჯდომარედ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ 2003 წელს პარტია არ დაიშალა. ამ პოზიციაზე მუშაობისას მას არაერთხელ მოუწია შეტაკება ხელისუფლებასთან. 2000 წელს გიუვენი დააპატიმრეს HADEP-ის დემონსტრაციის დროს.[3] 2004 წელს იგი აირჩიეს კუჩუკდიკილის (ადანა) მერად ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ის კენჭს იყრიდა სოციალ-დემოკრატიული სახალხო პარტიის (SHP) კანდიდატად.[4]

2006 წელს ლეილა გიუვენი კვლავ გაასამართლეს, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრისადმი, Roj TV-ის პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი.[5]. 2007 წლის ოქტომბერში ის იყო ერთ-ერთი იმ ხუთ მერს შორის, რომლებიც დააკავეს, რადგან სოლიდარობა გამოუცხადა დაპატიმრებულ მერს ოსმან კესერს.[6]. 2008 წლის 20 მაისს იგი იყო ერთ-ერთი ხელმომწერი დოკუმენტზე „მოწოდება თურქეთში ქურთული საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა „International Herald Tribune“-ში.[7]

2009 წელს, თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე, გიუვენი აირჩიეს ვირანშეჰირის მერად.[8] იგი დაინიშნა ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წევრად 2009 წლის სექტემბერში და იყო მთავარი მომხსენებელი კონგრესის პლენარულ დებატებზე 2009 წლის 14 ოქტომბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის საკითხებზე.

2009 წლის 24 დეკემბერს გიუვენი დააკავეს ქურთი პოლიტიკოსების ფართომასშტაბიანი დევნის დროს.[9] მისი სასამართლო პროცესი 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ დაპატიმრებების შესახებ კომენტირებისას, BBC-ის ხელმძღვანელმა სტამბოლში განაცხადა, რომ თურქი პროკურორები „ხურავდნენ ისედაც შეზღუდულ შესაძლებლობებს დიალოგისთვის სახელმწიფოსა და მის უდიდეს უმცირესობას შორის“.[10] 2010 წლის მაისში, მას ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი დიარბაქირის ციხეში და გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატა შეშფოთება ამდენი ქურთი ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლის დაპატიმრების გამო.[11]

2014 წლის ივლისში, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიუვენი გაათავისუფლეს 30 სხვა ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენელთან ერთად, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ დიარბაქირში.[12] 2016 წლის 26 მარტს ჰატიპ დიჯლესთან ერთად აირჩიეს დემოკრატიული საზოგადოების კონგრესის თანათავმჯდომარედ.[13]

2018 წლის 22 იანვარს გიუვენი დააკავეს და ცხრა დღის შემდეგ დააპატიმრეს აფრინში თურქული სამხედრო ოპერაციის „ზეთისხილის რტოს“ კრიტიკისთვის.[14] ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიული საზოგადოების კონგრესი, რომლის თანათავმჯდომარეც იყო გიუვენი, იყო ქურთისტანის თემების კავშირის ნაწილი და ამიტომ მას ბრალი ედებოდა აკრძალული ორგანიზაციის შექმნასა და ხელმძღვანელობაში.[15]

2018 წლის 24 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გიუვენი აირჩიეს ჰაკარის პარლამენტის წევრად. კანონის თანახმად, მას, როგორც პარლამენტის წევრს, მიენიჭა იმუნიტეტი, ხოლო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 2018 წლის 29 ივნისს გამოსცა. პროკურატურამ გაასაჩივრა და გადაწყვეტილება გადაიდო მის დადასტურებამდე.[16]

2018 წლის 7 ნოემბერს გიუვენმა შიმშილობა გამოაცხადა კუნძულ იმრალის ციხეში მყოფი აბდულა ოჯალანის იზოლაციის გასაპროტესტებლად.[17] გიუვენს 250-მდე პოლიტპატიმარი შეუერთდა. შიმშილობის დროს იგი იღებდა მხოლოდ B ვიტამინს, ასევე მარილიან და ტკბილ სითხეებს. 2019 წლის 25 იანვარს, 79 დღის შემდეგ, გიუვენი გაათავისუფლეს,[18] მაგრამ მან განაცხადა, რომ გააგრძელებდა შიმშილობას, რადგან მისი მიზანი იყო არა საკუთარი გათავისუფლება, არამედ ოჯალანის გათავისუფლება.[19] 2019 წლის 4 თებერვალს მას მიენიჭა პარიზის საპატიო მოქალაქეობა.[20] 2019 წლის 26 მაისს მან გამოაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას ოჯალანის იზოლაციის დასრულების გამო.[21]

  1. 1.0 1.1 Leyla Güven. Uçan Süpürge (2009). ციტირების თარიღი: 2020-04-03.[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка
  2. Şanlıurfa - Viranşehir. Güneydogu (2009-06-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  3. Annual report 2000. Human Rights Foundation of Turkey (HRFT) (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  4. Women in power and decision-making. Turkey, Prime Ministry, General Directorate on the Status of Women (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-24. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  5. Construction of Kurdish Identity in the context of Globalization. Roj TV Blogspot (2006-01-31). ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  6. Five DTP Mayors Arrested. Info Turk (2007). ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  7. Call for a peaceful settlement of the Kurdish question in Turkey. Institut Kurde (2008-05-20). ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  8. Court Rules for Continuation of HDP MP Leyla Güven’s Detention (2018-07-11). ციტირების თარიღი: 2020-04-03
  9. Anti-PKK operations lead to detention of Kurdish mayors. Today's Zaman (2009-12-25). ციტირების თარიღი: 2020-04-03.[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка
  10. AntTurkish anti-PKK op nets dozens. BBC (2009-12-22). ციტირების თარიღი: 2020-04-03.[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка
  11. Turkey: Commissioner Hammarberg concludes his visit to Diyarbakir and Ankara. Council of Europe (2010-05-26). ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  12. Congress pleased by release of Leyla Güven and the other elected representatives detained in Turkey. Council of Europe. 2014-07-03 (2014-07-03). ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  13. English – DEMOKRATİK TOPLUM KONGRESİ tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-27. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  14. Istanbul - BIA News Desk. (2018-12-18) Former Diyarbakır Co-Mayor Kışanak Goes on 10-Day Hunger Strike in Prison.
  15. WDR. (2018-11-16) Wo bleibt die Justiz für Leyla Güven? de. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  16. İstanbul - BIA News Desk. (2018-06-29) Verdict of Release Issued for HDP Hakkari MP Leyla Güven Reversed. ციტირების თარიღი: 2020-04-03
  17. İstanbul - BIA News Desk. (2018-12-18) Former Diyarbakır Co-Mayor Kışanak Goes on 10-Day Hunger Strike in Prison.
  18. „Kurdish MP free after 79-day hunger strike“ (ინგლისური). 2019-01-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-29. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  19. Demir, Hayri (2019-01-28). „Kurdische Politikerin im Hungerstreik: „Ich setze meinen Protest fort““. Die Tageszeitung: taz (გერმანული). ISSN 0931-9085. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-22. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  20. Paris awards Leyla Guven with honorary citizenship en. ციტირების თარიღი: 2020-04-03.
  21. Leyla Güven: I End My Hunger Strike (2019-05-26). ციტირების თარიღი: 2020-04-03