ლიბანის საგარეო პოლიტიკაზე მისი გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის შემადგენლობა და ვაჭრობაზე დამოკიდებულება ახდენს გავლენს. 2005 წლამდე ლიბანის საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენდა სირია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ჩარჩო პირველად 1991 წლის მაისში შეიმუშავეს, როდესაც ლიბიასა და სირიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 2005 წელს სირიის სამხედრო ძალები გასვლის შემდეგ ლიბანს საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი კურსი აქვს.
პაკისტანის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2005-2006 წლებში პაკისტანსა და ლიბანს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 35.4 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორიული კავშირები აქვთ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბეირუთში მდებარეობს,[1] ლიბანის საელჩო აბუ-დაბშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში მდებარეობს.
თურქეთისა და ლიბანის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რამდენადაც ლიბანმა ოსმალეთის იმპერიისაგან მოიპოვა დამოუკიდებლობა. ლიბანის საელჩო ანკარაში, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში მდებარეობს. თურქეთის საელჩო ბეირუთშია განლაგებული.
ლიბანსა და სირიას შორის ურთიერთობები 2008 წლის ოქტომბერში დამყარდა, როდესაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ლიბანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკრეტი გამოსცა. ტრადიციულად სირია ლიბანს დიდი სირიის ნაწილად აღიქვამს.[2] ოსმალთა იმპერიაში ლიბანი და სირია ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგის გადაწყვეტილებით ოსმალთა დიდ სირიაზე მანდატი საფრანგეთს გადაეცა, რომლისგანაც 1943 წელს ლიბანმა, ხოლო 1946 წელს სირიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 2008 წელს სირიამ ლიბანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.[3]
2006 წელს ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელმა საუდის არაბეთისგან ლიბანში შეჭრაზე საიდუმლოდ თანხმობა მიიღო. საუდის არაბეთის მთავრობის მხარდაჭერის შესახებ ისრაელის მედიასაშუალებებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.[4]
2017 წელს საუდის არაბეთი და ლიბანი დიპლომატიურ კონფლიქტში აღმოჩნდნენ, რომელიც თითქმის ომში გადაიზარდა. ლიბანიდან ჰეზბოლას განდევნის მოთხოვნით საუდის არაბეთის ზეწოლის შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.[5][6][7][8] საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვება ურჩიეს.[9] მოგვიანებით ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება შეცვალა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა 2020 წლამდე ეკავა.
ლიბანის საელჩო ერ-რიადში, ხოლო გენერალური საკოსნული ჯიდაში მდებარეობს. საუდის არაბეთის საელჩო ბეირუთში მდებარეობს.
ლიბანსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1960 წლის 20 სექტემბერს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის სახელჩო - ნიქოზიაში. ორივე სახელმიწიფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის წევრია.
ერაყსა და ლიბანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1943 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე და მხარს უჭერს პალესტინელებს.
ისტორიის მანძილზე ერაყსა და ლიბანს ახლო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ბაათისტურ პარტიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბაშირ ჟმაიელთან და ამინ ჟმაიელთან. ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, როდესაც ერაყის წარმომადგენლებმა ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელის მოქმედებები ღიად დაგმეს.
იაპონიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს. ამჟამინდელი ელჩი იოშიჰისა კუროდაა.[10] ლიბანის საელჩო იაპონიაში ტოკიოშია განთავსებული.
იორდანიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ამანშია განლაგებული. სახელმწიფოებს საერთო პოზიცია აქვთ სირიასთან მიმართებით და ორივე ქვეყანა იღებს სირიელ ლტოლვილებს.[11] იორდნიაც და ლიბანიც იზიარებენ საერთო ფრონს ISIS-ის წინააღმდეგ.[12] სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში.
ლიბანსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1966 წლის 19 სექტემბერს დამყარდა.[13] 1967 წელს ბულგარეთის საელჩო ბეირუთში გაიხსნა.[14] 1983 წლის ივლისიდან ლიბანის საელჩო სოფიაში ფუნქციონირებს.[13] ორივე სახელმწიფო ფრანკოფონიისა და ხმელთაშუაზღვიური კავშირის სრული წევრია.
საბერძნეთსა და ლიბანს შორის ურთიერთობები 1947 წლის 17 ივნისს დამყარდა,[15] თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ანტიკური ხანიდან იწყება. ძველი ბერძნები და ფინიკიელები ერთმანეთთან ვაჭრობდნენ. დღეისთვის ლიბანსა და საბერძნეთს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. საბერძნეთის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ათენშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ფრანკოფონიისა და ხმელთაშუაზღვიური კავშირის წევრია.
Representations of foreign nations in Lebanon