ლობანოვ-როსტოვსკის სახლი Дом Лобанова-Ростовского | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′05″N 30°18′29″E / 59.934722° ჩ. გ. 30.308056° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ანრი ლუი მონფერანი |
თარიღდება | 1817-1820 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ლობანოვ-როსტოვსკის სახლი (რუს. Дом Лобанова-Ростовского) — ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილია, ლობანოვ-როსტოვსკის რეზიდენციის სახელით. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს გამზირზე. აშენებულია ალექსანდრე ლობანოვ-როსტოვსკის დაკვეთით, ანრი ლუი მონფერანის მიერ 1817-1820 წლებში. ამჟამად სახლში განთავსებულია სასტუმრო. სახლის შესასვლელში ორი ლომის ძეგლი დგას.
სახლი აშენებულია ნეოკლასიკურ ან იმპერიის სტილში, წარმოადგენს ანრი ლუი მონფერანის ადრეულ ნამუშევარს. შენობა გაფორმებულია ლამაზი დეკორებითა და სვეტებით. შენობის გეგმა სამკუთხა ფორმისაა. მისი მთავარი ფასადი, რომელიც საადმირალო გამზირს უყურებს, კორინთული ორდერის 8 სვეტით არის გაფორმებული. ლომები, რომელიც შესასვლელი მხარეების გვერდით არის განთავსებული, თეთრი კარარის მარმარილოსგან არის დამზადებული მოქანდაკე პაულო ტირისკონის მიერ.
1828 წელს შენობა გაიყიდა, დაახლოებით ერთ მილიონ რუსულ რუბლად. აქ 1918 წლამდე განთავსებული იყო სახელმწიფო სამინისტროები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახლში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური აკადემია, შემდგომში აერონავტიკის მუზეუმი, ხოლო მომდევნო წლებში საერთო საცხოვრებლად გადაკეთდა. 1918-1964 წლებში შენობაში განთავსებული იყო სკოლა. სკოლას არაერთხელ შეეცვალა ნომრები და დასახელება. 1941 წლიდან პეტერბურგის, ოქტომბრის ოლქის 239-ე საშუალო სკოლად იყო ცნობილი, რომელიც 1961 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურად გადაკეთდა. საბჭოთა დროს, საშუალო სკოლის შემდეგ, ამ შენობაში განთავსებული იყო №1 საპროექტო ინსტიტუტი, მომდევნო წლებში კი სამრეწველო შენობებისა და კომპლექსების შემუშავების მთავარი ორგანიზაცია. 1964 წლიდან, სკოლამ თავისი შენობა დაუთმო დიზაინის ინსტიტუტს, რომელიც აქ განთავსებული იყო 2004 წლამდე.