ლუსი მილებუ ობიუსონი | |
გაბონის სენატის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 თებერვალი, 2015 |
წინამორბედი | როზა როგომბე |
დაბადებული | 25 თებერვალი, 1957 ფუგამუ, გაბონი |
პოლიტიკური პარტია | გაბონის დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | მიშელ მბუსუ |
შვილები | 3 |
ლუსი მილებუ ობიუსონი, ასევე ცნობილია როგორც ლუსი მბუსუ (დ. 25 თებერვალი, 1957) — გაბონელი ოფთალმოლოგი და პოლიტიკოსი. გაბონის სენატის პრეზიდენტი 2015 წლიდან.
ლუსი მილებუ ობიუსონი დაიბადა 1957 წლის 25 თებერვალს ქალაქ ფუგამუში[1]. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი მედიცინაში. ოფთალმოლოგიას სწავლობდა ექს-მარსელის უნივერსიტეტში, საფრანგეთში[2][3].
ლუსი მილებუ ობიუსონი იყო გაბონში პირველი ოფთალმოლოგი[1]. 1988 წლიდან 2002 წლამდე იყო ლიბრევილში ჟანა ებორის ფონდის მთავარი სამედიცინო ოფიცერი და ომარ ბონგოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტანტ-პროფესორი[4]. იგი ასევე იყო სამედიცინო კლინიკის დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „გაბონის სამედიცინო დახმარების“ დამფუძნებელი[3].
ობიუსონი არის გაბონის დემოკრატიული პარტიის წევრი და სენატში აირჩიეს ფუგამუს კომუნიდან 2002 წელს[4]. იგი არის სენატის საგარეო საქმეთა, ფინანსებისა და რეგიონალური დაგეგმარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი[2][3].
ობიუსონი ასევე მუშაობდა გაბონის სენატორ ქალთა ეროვნული ქსელის პრეზიდენტად[2]. იგი იყო მესამე მოწვევის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და მეოთხე მოწვევის სენატის თავმჯდომარედ აირჩიეს 2015 წელს როზა როგომბეს შემდეგ[4][5][3].