მალიჰა ლოდჰი | |
პაკისტანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 6 თებერვალი, 2015[1][2] |
პრეზიდენტი | მამნუნ ჰუსეინი |
პრემიერ-მინისტრი | ნავაზ შარიფი |
წინამორბედი | მასუდ ხანი |
პაკისტანის უმაღლესი კომისარი დიდ ბრიტანეთში[3] | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აპრილი, 2003 – 14 ივნისი, 2008[1][4][2] | |
პრეზიდენტი | ფერვეზ მუშარაფი |
წინამორბედი | აბდულ ქადირ ჯაფერი |
მემკვიდრე | ვაჯიდ შამსულ ჰასანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი, 1999 – 4 აგვისტო, 2002[1][2][5] | |
წინამორბედი | რიაზ ხოხარი |
მემკვიდრე | აშრაფ კაზი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 იანვარი, 1994 – 30 იანვარი, 1997[5] | |
წინამორბედი | აბიდა ჰუსეინი |
მემკვიდრე | რიაზ ხოხარი |
დაბადებული | 15 ნოემბერი, 1952 ლაჰორი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | პაკისტანის სახალხო პარტია |
საქმიანობა | დიპლომატი, პოლიტოლოგი, პედაგოგი, პუბლიცისტი |
რელიგია | ისლამი |
მალოჰა ლოდჰი[6][7], ზოგჯერ მოიხსენიება როგორც მალიჰა ლოდი[8][9][10] (ურდუ مليحه لودهى; დ. 15 ნოემბერი, 1952, ლაჰორი, პაკისტანი[11][12]) — პაკისტანელი პუბლიცისტი, პოლიტოლოგი, განათლების მოღვაწე და დიპლომატი[3][4]. პაკისტანის ელჩი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში[3][4], 2015 წლის თებერვლიდან — პაკისტანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში (პირველი ქალი ამ თანამდებობაზე)[13].
მალიჰა ლოდჰი დაიბადა საშუალო კლასის ოჯახში, მისი მამა იყო ყოფილი საზღვაო ოფიცერი, შემდეგ ჩაერთო ნავთობის ბიზნესში და ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა ბრიტანულ-პაკისტანურ ნავთობკომპანია „Attock Oil Co.“-ში[11]. დედამისი იყო ჟურნალისტი, ჰქონდა მიწვევა სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო ოჯახისა და შვილების სასარგებლოდ.
მალიჰამ საშუალო განათლება მიიღო ლაჰორში, კარაჩიში და რავალპინდის კათოლიკურ სკოლაში[12]. ამის შემდეგ გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. 1972 წელს შევიდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათ სკოლაში, რომელიც ბაკალავრის ხარისხით დაასრულა 1976 წელს. შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემზე: „ბჰუტო, პაკისტანის სახალხო პარტია და პაკისტანის პოლიტიკური განვითარება 1967-1977 წლებში“ და 1980 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პოლიტოლოგიაში.
მცირე ხნის განმავლობაში კაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს, 1980-1985 წლებში ასწავლიდა პოლიტოლოგიასა და პოლიტიკურ სოციოლოგიას საკუთარ ალმა-მატერში[14]. ამავე პერიოდში ცოლად გაჰყვა ლონდონელ ბანკირს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაშორდა, მისგან დარჩა შვილი ფეისალი.
1986 წელს პაკისტანში დაბრუნების შემდეგ დაკავდა ჟურნალისტური საქმიანობით, თანამშრომლობდა ინგლისურენოვან გაზეთ „The Muslim“-თან. რამდენიმე წელი ეკავა მთავარი რედაქტორის თანამდებობა, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობდა უმსხვილესი ინგლიურენოვანი გაზეთის „The News International“-ის ჩამოყალიბებაში. ითვლება, რომ ჟურნალისტურმა მოღვაწეობამ და ლოდჰისთან კავშირმა დიდი როლი ითამაშა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენაზირ ბჰუტოს დაბრუნებაში[11], ამავე დროს მალიჰა ლოდჰი არ ითვლებოდა ბენაზირ ბჰუტოს აპოლოგეტად და გამოირჩეოდა მის მიმართ მკაცრი კრიტიკით[11].
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1993 წელს, როდესაც ბენაზირ ბჰუტოსაგან მიიღო შეთავაზება დაეკავებინა აშშ-ში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა[11]. 1997 წლამვე ელჩის თანამდებობაზე დარჩა. აღნიშნული თანამდებობა ეკავა ასევე 1999-2002 წლებში. მოგვიანებით გაიგზავნა ლონდონში უმაღლესი კომისრის (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანალოგი თანამეგობრობის ქვეყნებში) რანგში. ამერიკის ელჩის მეორე კადენციის პერიოდში მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი. ტერაქტის შემდგომ პერიოდში მისი დამსახურებით პაკისტანი ამერიკის პარტნიორად იქცა[12].
2015 წლის სექტემბრიდან მალიჰას უკავია გაეროში პაკისტანის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა[15][16].