მარია ვინტერი

მარია ვინტერი
დაბადების თარიღი 9 ივნისი, 1937(1937-06-09)
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი[1]
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2022(2022-09-14)[2] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუდაპეშტი
მოქალაქეობა  უნგრეთი
ჯილდოები Grand Cross of the Order of Merit of Hungary, St. Stephen Prize, honorary citizen of Dunakeszi, საპატიო მოქალაქეობა, საპატიო მოქალაქეობა, For Human Dignity Award და Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland

მარია ვინტერი (უნგრ. Wittner Mária; დ. 9 ივნისი, 1937, ბუდაპეშტი) — უნგრელი საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1956 წლის უნგრეთის ანტიკომუნისტური აჯანყების აქტიური მონაწილე. მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდეგ შეუცვალეს მუდმივი პატიმრობით. უნგრეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შეცვლის შემდეგ პარტია ფიდესი — უნგრეთის სამოქალაქო კავშირის წევრი. 2006-2014 წლებში უნგრეთის პარლამენტის წევრი.

დაიბადა მრავალშვილიანი ბუდაპეშტელის ოჯახში. მარია ვინტერის მამა უცნობია (ზოგიერთი მონაცემებით იგი ირანელია). ორი წლის ასაკში დედამ მარია აღსაზრდელად მიაბარა კარმელიტების კათოლიკურ მონასტერში. ცხრა წლის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სახლში, მაგრამ დედამ ბავშვტა სახლში გაამგზავრა.

არ დაუსრულებია საშუალო სკოლა, რადგან მარია იძულებული იყო სოლნოკეში ემუშავა მემანქანედ და სტენოგრაფიკად. 1955 წელს დაბრუნდა ბუდაპეშტში. შეეძნა ვაჟი, მაგრამ ქორწინება არ გაუფორმებია, საქმროსთან ჩხუბის გამო. ცხოვრობდა შემთხვევით გამომუშავებული ფინანსებით[3].

1956 წლის 23 ოქტომბერს მარია ვინტერმა მხარი დაუჭირა უნგრეთის ანტიკომუნისტურ აჯანყებას. მონაწილეობდა დემონსტრანტების შეტევაში რადიოს სახლზე. მეორე დღეს იგი კორვინის გადასასვლელის დამცველებს შეუერთდა. 30 ოქტომბერს მონაწილეობდა პოლიციის ნაწილის შტურმში. 4 ნოემბერს დაიჭრა საბჭოთა ძალებთან ბრძოლის დროს. ბრძოლებში გვერდიგვერდ იბრძოდა მეგობართან, კატალინ სტიკერთან ერთად[4].

9 ნოემბერს მარია ვინტერი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. დაკითხვის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და გადავიდა ავსტრიაში. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა. მუშაობდა შავ სამუშაოებზე.

1957 წლის 16 ივლისს მარია ვინტერი კვლავ დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს. ცხრაკაციან ჯგუფს, მათ შორის ვინტერს, ბრალი წაუყენეს ბუდაპეშტის ამბების დროს მკვლელობებში. დაკიტხვა მიმდინარეობდა მკაცრი ფორმით. ვინტერი კითხვებზე ძალიან აგრესიულად პასუხობდა. 1958 წლის 23 ივლისს სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილი. 1959 წელს სააპელაციო სასამართლომ მარია ვინტერს შეუცვალა სასჯელი და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. ხუთ სხვა ბრალდებულ სხვადასხვა პატიმრობის ვადა მიუსაჯეს. სამ განსასჯელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს კატალინ სტიკერი, იოჟეფ კოტე შიორიოში და იოჟეფ ტოტი[5].

მარია ვინტერმა ციხეში 11 წელი გაატარა. გაათავისუფლეს 1970 წლის 25 მარტს. ცხოვრობდა სოლნოკეში და დუნაკესიში, მუშაობდა მკერავად და დამლაგებლად. გათხოვდა და შეეძინა მეორე შვილი, მალევე დაშორდა ქმარს ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. ზურგის დაზიანების გამო იგი 1980 წლიდან იღებს ინვალიდობის პენსიას[6].

უნგრეთში კომუნისტური მმართველობის გადავრდნის შემდეგ მარია ვინტერი გახდა ცნობილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა უნგრეთის რევოლუციის ვეტერანთა ორგანიზაციის შექმნაში. 1993 წელს, იგი გახდა კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო აჯანყების მონაწილეთა საცხოვრებლების განაწილებაზე.

გაწევრიანდა პარტია ფიდესში. ითვლება ლიბერალური კონსერვატიზმის წარმომადგენლად. 2006 და 2010 წელს კვლავ აირჩიეს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში. შედიოდა პარლამენტის შრომისა და ადამიანის უფლებების კომიტეტში[7].

2006 წლის 24 მაისს მარია ვინტერი, შანდორ რაცი და ლასლო ბალაშ-პირი სახალხოდ შეეწინააღმდეგნენ და პროტესტი გამოხატეს უნგრეთის რევოლუციის 50-ე წლისთავზე იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს მოწვევას, რადგან იგი მხარს უჭერდა საბჭოთა ჯარების შეჭრას უნგრეთის ტერიტორიაზე.

1991 წელს დააჯილდოეს დიდი ჯვრის ორდენით უნგრეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ვინტერი უნგრეთის პარლამენტის ყველაზე ღარიბი წევრია: მას არანაირი შემოსავალი არ აქვს გარდა პენსიისა, არანაირი აქტივები და არანაირი ღირებული ნივთი გარდა ნოუთბუკისა[8].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. PIM authority
  2. Meghalt Wittner Mária
  3. A Wittner-jelenség
  4. Wittner Mária: Hittünk Kádár ígéretében. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-29. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
  5. Wittner Mária: Börtönévek
  6. Wittner Mária (1937)
  7. Wittner Mária. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-29. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
  8. Parlamenti Guinness: a legszegényebb képviselő. Wittner Máriának (Fidesz) semmiféle vagyona nincs