მიხეილ ხერგიანი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი |
დაბადების თარიღი |
23 მარტი, 1932 მესტია |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივლისი, 1969 (37 წლის) იტალია |
დაკრძალულია | მესტია |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | ალპინისტი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი (დ. 23 ან 25 მარტი, 1932, მესტია — გ. 4 ივლისი, 1969, მწვერვალი ჩიმა-სუ-ალტო, იტალია) — ქართველი ალპინისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრ კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967). მეტსახელად „კლდის ვეფხვი“.
მიხეილ ხერგიანი 1932 წლის 23 (ზოგი წყაროთი 25) მარტს დაიბადა, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო.[1] ნათლობისას მას სახელი ჩხუმლიანი დაერქვა. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა:
მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის ამბებს ისმენდა. დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლას ამთავრებს. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას. 1956 წლიდან მიხეილი — შხელდას ხეობაში ალპინისტური ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმის უფროსია. 1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა, 1956 წელს ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოელ მთამსვლელთა შორის. 1964 წელს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედ II-მ „კლდის ვეფხვად“ მოიხსენია, რაც შემდგომში მთამსვლელს მეტსახელად დარჩა.[2]
1969 წლის ზაფხულში მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალების დასალაშქრად. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. იგი ჯგუფს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელი ქვების ცვენამ მისი თოკი გადაჭრა და მთამსვლელი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა.
ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად:
ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
YouTube |
კვირის პალიტრა · სპუტნიკი-საქართველო |