მოჰან შამშერ რანა | |
ნეპ. मोहन शमशेर जङ्गबहादुर राणा | |
ნეპალის მე-18 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი 1948 – 12 ნოემბერი 1951 | |
მონარქი | ტრიბჰუვანი |
წინამორბედი | პადმა შამშერ რანა |
მემკვიდრე | მატრიკა პრასად კოილარა |
ნეპალი 1-ლი საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი 1948 – 12 ნოემბერი 1951 | |
წინამორბედი | სოვაგ ჯუნგ თაპა |
მემკვიდრე | მატრიკა პრასად კოირალა |
დაბადებული | 23 დეკემბერი 1885 |
გარდაცვლილი | 6 იანვარი 1967 (81 წლის) ბანგალორი, ინდოეთი |
მამა | რანა ჩანდრა შამშერ ჯანგ ბაჰადური |
დედა | ანდრა ლოკა ბჰატკა |
შვილები | შარდა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა ბიჯავა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა |
მოჰან შამშერ ჯანგ ბაჰადარ რანა (ნეპ. मोहन शमशेर जङ्गबहादुर राणा; დ. 23 დეკემბერი 1885 — გ. 6 იანვარი 1967, ბანგალორი, ინდოეთი) — ნეპალის სამხედრო ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე, ნეპალის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი (1948-1951 წწ). ფელდმარშალი. რანას დინასტიის წარმომადგენელი. [1]
მოჰან შამშერ რანა გახლდათ ჩანდრა შამშერ რანას (ნეპალის პრემიერ მინისტრი 1901-1929 წლებში) და მისი პირველი მეუღლის ჩანდრა ლოკა ბჰაკტას ხუთი ვაჟიდან უფროსი. რანას კონსერვატიული ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი ნეპალის მთავრობაში. რანას კლანი ქვეყანას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა. ამ პერიოდში სამეფო ძალაუფლება ნომინალურ ფუნქციას ასრულებდა.
1948 წლის აპრილში, ბიძის — პადმა შამშერის გადადგომის შემდეგ, მოჰან შამშერ რანამ დაიკავა ნეპალის პრემიერ მინისტრის პოსტი (1951 წლამდე). 1950 წელს მან აიძულა მეფე ტრიბჰუვანი და მისი ვაჟი მაჰენდრა გაქცეულიყვნენ ინდოეთში. ახალი მეფედ გამოაცხადა მისი სამი წლის შვილიშვილი გიანენდრა. [2]
მოჰან შამშერი, მკაცრი ხაზის გამტარებელი, ცდილობდა რანას ოჯახის აბსოლუტური და ავტოკრატიული მმართველობის აღდგენას. რანას ოჯახის რეჟიმის გაძლიერების მცდელობისას მან უგულებელყო სწრაფად ცვალებადი გარე და შიდა პირობები. ბრიტანელებმა დატოვეს ინდოეთი. ინდოეთის ახალ მთავრობას არ მოსწონდა რანას რეჟიმის ავტოკრატიული ბუნება. ინდოეთი რანას ოჯახისგან ლიბერალიზაციას ითხოვდა. ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ძლიერდებოდა. გარდა ამისა, მეფე ტრიბჰუვანი ოპოზიციის მხარეს დადგა და ინდოეთში გაიქცა.
ამგვარად, ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში რანას კლანის წევრები აკონტროლებდნენ გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესს და არ აძლევდნენ უფლებას სუბიექტებს თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. ასევე, სუბიექტებს არ ჰქონდათ საკუთარი ხელისუფლების არჩევის უფლება. მიუხედავად მათი მკაცრი მიდგომისა, რანას კლანი ვეღარ აკონტროლებდა ნეპალში დემოკრატიული თავისუფლებებისკენ მიმავალ ადამიანთა აზრებს. გარდა ამისა, მეფე ფაქტობრივად რჩებოდა სასახლეში ტყვედ. მიუხედავად იძულებითი იზოლაციისა, შაჰის დინასტიის მეფეებმა შეძლეს კონტაქტების შენარჩუნება პოლიტიკურ დისიდენტებთან. ინდოეთის საელჩოში, შემდეგ კი ინდოეთში გაქცევით, მეფე ტრიბჰუვანმა შეძლო უზარმაზარი ზეწოლა მოეხდინა რანას ოჯახზე. შიდა და გარე ზეწოლამ გამოიწვია რანას რეჟიმის დაცემა 1951 წელს.
1951 წლის დასაწყისში, დელიში სამმხრივი შეთანხმების დადების შემდეგ, მოჰან შამჰერს, მეფესა და ნეპალის კონგრესს შორის, ტრიბუჰვანი დაბრუნდა სამშობლოში და 1951 წლის ბოლოს მოახერხა რანას ოჯახის ძალაუფლებიდან ჩამოშორება. მათ ჩამოერთვათ მემკვიდრეობითი თანამდებობები და პრივილეგიები, რომლებიც მინიჭებული ქონდათ ჯანგ ბაჰადურ რანას მეფობის დროიდან.
1951 წლის 14 დეკემბერს მოჰან შამშერი წავიდა გადასახლებაში ინდოეთში, სადაც გარდაიცვალა 1967 წელს, 81 წლის ასაკში.[3][4][5]
მოჰან შამშერი დაქორწინებული იყო დიკშია კუმარიზე (ინგლ. Dikshya Kumari), რომელთანაც ჰყავდა ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. მის შვილიშვილებს შორის გახლდათ ნეპალელი პოლიტიკოსი პუშუპატი შამშერ რანა— უფლისწულ დიპენდრას საცოლის დევიანი რანას მამა.