მურზილკა | |
---|---|
ენა | რუსული |
მთავარი რედაქტორი | ტატიანა ანდროსენკო |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | ახალგაზრდა გვარდია (1942—1992 წ.) ჟურნალ მურზილკას რედაქცია (1996 წლიდან)[1] |
ქვეყანა | სსრკ რუსეთი |
გამოცემის სიხშირე | ყოველი თვე |
ტიპი | საბავშვო ჟურნალი |
ISSN | 0132-1943 |
მურზილკა (რუს. Мурзилка) — რუსული საბავშვო ჟურნალი. გამოიცემა 1924 წლის 16 მაისიდან. გათვლილია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ტატიანა ანდროსენკო.
XIX საუკუნის ბოლოს კანადელი მხატვრისა და მწერლის პალმერ კოქსის მიერ შეიქმნა „ბრაუნის“ სახელით ცნობილი ხალხის შესახებ ლექსების ციკლი. მოგვიანებით რუსმა მწერალმა ანა ჰვოლსონმა დაწერა მოთხრობები ტყის კაცუნებზე, რომელთა შორის მთავარი იყო მურზილკა (ეს სახელი მან თავად მოიფიქრა) — ფრაკით, ჯოხით და მონოკლით აღჭურვილი არსება.
1924 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირში პირველად გამოვიდა ჟურნალ „მურზილკას“ ნომერი. აქ მურზილკა წარმოდგენილი იყო როგორც პატარა თეთრი ძაღლი და დაჰყვებოდა თავის პატრონს, ბიჭუნა პეტიას.
1927-1928 წლებში გამოდიოდა „მურზილკას გაზეთი“.
1937 წელს მხატვარ ამინადავ კანევსკის მიერ შეიქმნა მურზილკას ცნობილი იმიჯი — ყვითელი არსება წითელი ბერეტით, ფოტოაპარატითა და ყელსახვევით.
ჟურნალში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ცნობილი მწერლის ნაწარმოები. მათ შორის იყვნენ სამუილ მარშაკი, სერგეი მიხალკოვი, ბორის ზახოდერი, ნიკოლოზ ნოსოვი და სხვები.
წლების მანძილზე ჟურნალში კომიქსების სახით ქვეყნდებოდა მურზილკას თავგადასავლები.
1993 წელს გამოიცა ჰვოლსონის წიგნი „მურზილკასა და ტყის კაცუნების თავგადასავალი“.